ბრძანება N 21076

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.09.2026
№ დოკუმენტი 21076
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21076

25 სექტემბერი 2026

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

(ფაქტ. მის.: „-------“ )

2026 წლის 30 ივლისის და 4 სექტემბრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 3 და 17 სექტემბრის სხდომებზე (ოქმი №78 და №85) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) 2026 წლის 30 ივლისის №103777/1/2026 და 4 სექტემბრის №104420/1/2026 საჩივრები, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 ივლისის №006-284 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 5%-იანი მარჟის გამოყენებას და განმარტავს, რომ შემმოწმებლის მიერ არ არის დასაბუთებული, თუ რა კრიტერიუმებით შეირჩა შესადარისი კომპანია და რამდენად იდენტურ საქმიანობას ახორციელებდნენ. მომჩივანი მიუთითებს, რომ საწარმოს გააჩნია საკუთარი ბუღალტრული აღრიცხვა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას და განმარტავს, რომ სალაროდან გატანილი თანხები გამოიყენებოდა მომსახურების ანაზღაურებისთვის და აღნიშნული არ წარმოადგენს დირექტორის პირად შემოსავალს.

3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს ხარჯების გათვალისწინებას და განმარტავს, რომ საწარმოს გააჩნია მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ინვოისები, ნაღდი ანგარიშსწორების დამადასტურებელი ქვითრები, ურთიერთშედარების აქტები და სხვა პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს ხარჯების გაწევას.

4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტისთვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას და განმარტავს, რომ ამჟამად კომპანიას მოპოვებული აქვს რეზიდენტობის ცნობები, მომსახურების ინვოისები, ურთიერთშედარების აქტები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 თებერვლის №1985 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 2 ივლისის №14917 ბრძანება და ამავე თარიღის №006-284 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 241 523 ლარი, მათ შორის, გადასახადი 150 323 ლარი, ჯარიმა 75 694 ლარი და საურავი 15 506 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

 შპს „-------“ („-------“) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2015 წლის 18 ნოემბრიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 6 ივნისიდან. გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვები, საექსპედიტორო მომსახურება. კომპანიას არ გააჩნია საკუთარი ძირითადი საშუალებები, სატვირთო მანქანები. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა სააღრიცხვო დოკუმენტაცია. ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახული შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ხარჯების ნაწილი იდენტიფიცირებადი არ არის და ვერ უკავშირდება შესაბამის შემოსავლებს თითოეული გადაზიდვის ჭრილში. ასევე, ფიქსირდება გადაზიდვის შემსრულებელ კომპანიებზე დიდი მოცულობის ფულადი სახსრების ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა. აღნიშნულ ოპერაციებზე, სალაროს გასავლის ორდერების გარდა, გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი თანხის მიმღები პირების მაიდენტიფიცირებელი და სათანადო პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. გარდა ამისა, იმ არარეზიდენტ კომპანიებთან, ვისზეც თანხა გაიცა ნაღდი ანგარიშსწორებით, თანხის გადახდა ვერ დასტურდება, რადგან გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ურთიერთშედარების აქტები. ასევე, გადამოწმდა დოკუმენტურად დაფიქსირებული საერთაშორისო გადაზიდვების შემსრულებელი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საზღვრის კვეთისას მათ მიერ არ განხორციელებულა საქართველოდან გატანილი ნაღდი ფულადი თანხების სათანადო დეკლარირება. ამასთან, აღრიცხვის მონაცემებით განისაზღვრა საშუალო ფასნამატი, რომელიც 0,5%-საც არ შეადგენს. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით და სხვა მსგავსი აუდირებული ექსპედიტორი კომპანიების საშუალო ფასნამატით და მარჟა განსაზღვრა 5%-ით. შემოწმების მიერ გადაზიდვასთან დაკავშირებული ხარჯები შემცირებულ იქნა 547 839 ლარის ოდენობით, ხოლო სალაროდან ხარჯების დასაფარად გატანილი თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნული განაცემი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

შედეგად, საწარმოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 101-ე, 105-ე და 136-ე მუხლების თანახმად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

 საგადასახადო შემოწმების შედეგების განსაზღვრის მიზნით დამუშავებული და შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (სასაქონლო ზედნადებები, დეკლარაციები, ბუღალტრული პროგრამა, საბანკო ამონაწერები და სხვა) და გამოვლინდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და ფიზიკურ პირებზე გადახდილ ხელფასებსა და იჯარის თანხებს შორის სხვაობა. დეკლარირებული თანხა ჯამში შეადგენს 79 062 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგენილი თანხა 93 900 ლარს, შესაბამისად სხვაობა შეადგენს 14 838 ლარს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 29 იანვრის №1726 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციით (სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ) დადგინდა, რომ შპს „-------“ სალაროში ნაღდი ფული არ ინახება. შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის გამოვლენილი სხვაობა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

შედეგად, საწარმოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 130-ე და 154-ე მუხლების თანახმად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 შპს „-------“ 2023-2026 წლების საანგარიშო პერიოდში ახორციელებდა საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებას ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით, აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში კომპანიას სატრანსპორტო მომსახურებას უწევენ არარეზიდენტი კომპანიები. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა ზოგიერთ არარეზიდენტ კომპანიაზე ვერ წარმოადგინა რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობები, რომელთა გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა სულ 93 590 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნული თანხები სრულად ანაზღაურებულია. შემოწმების მიერ, არარეზიდენტი კომპანიებისათვის გადახდილი თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 10%-იანი განაკვეთით.

შედეგად, საწარმოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმადაც, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა სააღრიცხვო დოკუმენტაცია. ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახული შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ხარჯების ნაწილი იდენტიფიცირებადი არ იყო და ვერ უკავშირდებოდა შესაბამის შემოსავლებს თითოეული გადაზიდვის ჭრილში. ასევე, ფიქსირდებოდა გადაზიდვის შემსრულებელ კომპანიებზე დიდი მოცულობის ფულადი სახსრების ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა, თუმცა სალაროს გასავლის ორდერების გარდა არ ყოფილა წარმოდგენილი თანხის მიმღები პირების მაიდენტიფიცირებელი და სათანადო პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. ასევე, იმ არარეზიდენტ კომპანიებზე, ვისზეც თანხა გაიცა ნაღდი ანგარიშსწორებით, თანხის გადახდა ვერ დასტურდებოდა, რადგან არ იყო წარმოდგენილი ურთიერთშედარების აქტები. დამატებით, გადამოწმდა დოკუმენტურად დაფიქსირებული საერთაშორისო გადაზიდვების შემსრულებელი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საზღვრის კვეთისას მათ მიერ არ იყო დეკლარირებული საქართველოდან გატანილი ნაღდი ფული. ამასთან, აღრიცხვის მონაცემებით განისაზღვრა საშუალო ფასნამატი, რომელიც 0.5%-საც არ შეადგენდა. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით და სხვა მსგავსი აუდირებული ექსპედიტორი კომპანიების საშუალო ფასნამატით და მარჟა განსაზღვრა 5%-ით. შემოწმების მიერ გადაზიდვასთან დაკავშირებული ხარჯები შემცირდა 547 839 ლარის ოდენობით, ხოლო სალაროდან ხარჯების დასაფარად გატანილი თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, დამუშავებული და შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და გამოვლინდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და ფიზიკურ პირებზე გადახდილ ხელფასებსა და იჯარის თანხებს შორის სხვაობა. დეკლარირებული თანხა ჯამში შეადგენდა 79 062 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგენილი - 93 900 ლარს, სხვაობა - 14 838 ლარს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 29 იანვრის №1726 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციით (სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ) დადგინდა, რომ შპს „-------- -ის“ სალაროში ნაღდი ფული არ ინახებოდა. შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის გამოვლენილი სხვაობა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნვს, იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო ხარჯების ნაწილის იდენტიფიცირება და მათი შესაბამის გადაზიდვასთან დაკავშირება, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით 5%-იანი მარჟის განსაზღვრა და შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმადაც, გადასახადის გადამხდელი ითხოვს ხარჯების გათვალისწინებას და განმარტავს, რომ საწარმოს გააჩნია მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ინვოისები, ნაღდი ანგარიშსწორების დამადასტურებელი ქვითრები, ურთიერთშედარების აქტები და სხვა პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს ხარჯების გაწევას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით ან საერთაშორისო კავშირგაბმულობაში ტელესაკომუნიკაციო მომსახურებით მიღებული შემოსავალი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთებით:

ე) გადახდილი სხვა თანხები, რომლებიც ამ კოდექსით ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, – 10 პროცენტით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანების პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის მიზნით საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად (შემდგომში - საერთაშორისო შეთანხმება) საგადასახადო შეღავათით სარგებლობის, ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების და საქართველოს რეზიდენტობის დადასტურების პროცედურებს.

ზემოაღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად:

1. საგადასახადო აგენტის ინფორმაციას არარეზიდენტისათვის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებაზე ან შემცირებაზე (ფორმა №1) საგადასახადო აგენტი საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს საგადასახადო ორგანოს.

2. ფორმა №1-ს უნდა დაერთოს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული, შემოსავლის მიმღების რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში მოყვანილ არგუმენტზე, რომლის თანახმად, მომჩივანი არ ეთანხმება არარეზიდენტ პირზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას და მიუთითებს, რომ წარმოდგენილი აქვს რეზიდენტობის ცნობა, ინვოისები, ურთიერთშედარების აქტები.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული და შესაბამისი წესით დამოწმებული რეზიდენტობის ცნობები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების და წარმოდგენილი მტკიცებულების (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------“ (ს/ნ „-------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული და სათანადო წესით დამოწმებული რეზიდენტობის ცნობები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების და წარმოდგენილი მტკიცებულების (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება 5%-იანი მარჟის გამოყენებას.

2.მომჩივანი არ ეთანხმება ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას.

3. გადამხდელი ითხოვს ხარჯების გათვალისწინებას.

4. გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტისთვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2015 წლის 18 ნოემბრიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 6 ივნისიდან. გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვები, საექსპედიტორო მომსახურება. კომპანიას არ გააჩნია საკუთარი ძირითადი საშუალებები, სატვირთო მანქანები.

ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ხარჯების ნაწილი იდენტიფიცირებადი არ არის და ვერ უკავშირდება შესაბამის შემოსავლებს თითოეული გადაზიდვის ჭრილში. ასევე, ფიქსირდება გადაზიდვის შემსრულებელ კომპანიებზე დიდი მოცულობის ფულადი სახსრების ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა. აღნიშნულ ოპერაციებზე, სალაროს გასავლის ორდერების გარდა, გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი თანხის მიმღები პირების მაიდენტიფიცირებელი და სათანადო პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. გარდა ამისა, იმ არარეზიდენტ კომპანიებთან, ვისზეც თანხა გაიცა ნაღდი ანგარიშსწორებით, თანხის გადახდა ვერ დასტურდება, რადგან გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ურთიერთშედარების აქტები.

შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით და სხვა მსგავსი აუდირებული ექსპედიტორი კომპანიების საშუალო ფასნამატით და მარჟა განსაზღვრა 5%-ით. შემოწმების მიერ გადაზიდვასთან დაკავშირებული ხარჯები შემცირებულ იქნა,ხოლო სალაროდან ხარჯების დასაფარად გატანილი თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნული განაცემი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, საწარმოს სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 101-ე, 105-ე და 136-ე მუხლების თანახმად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

გამოვლინდა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და ფიზიკურ პირებზე გადახდილ ხელფასებსა და იჯარის თანხებს შორის სხვაობა.ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგინდა, რომ მომჩივანს სალაროში ნაღდი ფული არ ინახება. შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის გამოვლენილი სხვაობა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, საწარმოს სსკ-ის 101-ე, 130-ე და 154-ე მუხლების თანახმად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

გადამხდელი 2023-2026 წლების საანგარიშო პერიოდში ახორციელებდა საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებას ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით, აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში კომპანიას სატრანსპორტო მომსახურებას უწევენ არარეზიდენტი კომპანიები.შემოწმების პროცესში გადამხდელმა ზოგიერთ არარეზიდენტ კომპანიაზე ვერ წარმოადგინა რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობები.შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნული თანხები სრულად ანაზღაურებულია. შემოწმების მიერ, არარეზიდენტი კომპანიებისათვის გადახდილი თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 10%-იანი განაკვეთით. შედეგად, საწარმოს სსკ-ის 134-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახურს მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები.

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5),101,104,125,134,154.