1. არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთებით:
ა) დივიდენდები – ამ კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით;
ბ) პროცენტები – ამ კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით;
ბ1) როიალტი – 5 პროცენტით;
გ) საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები – 10 პროცენტით;
დ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებისას არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორების მიერ მიღებული შემოსავალი – 4 პროცენტით;
დ1
) ფიზიკური პირისთვის გადახდილი საიჯარო მომსახურების თანხა − ამ კოდექსის 81-ე მუხლით განსაზღვრული განაკვეთით;
ე) გადახდილი სხვა თანხები, რომლებიც ამ კოდექსით ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, – 10 პროცენტით;
ვ) ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი – ამ კოდექსის 81-ე მუხლით განსაზღვრული განაკვეთით.
11. შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „ბ1“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, 15 პროცენტით.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის გადასახდელები, რომლებიც გადაიხდება საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების მიერ ან მისი სახელით, ითვლება რეზიდენტი საწარმოს მიერ გადახდილად.
3. არარეზიდენტს, რომელიც იღებს ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“–„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემოსავლებს და იბეგრება გადახდის წყაროსთან, უფლება აქვს, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარადგინოს დეკლარაცია დაკავებული გადასახადის გადაანგარიშების და დაბრუნების მოთხოვნით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში:
ა) არარეზიდენტის დასაბეგრი შემოსავალი/მოგება განისაზღვრება, როგორც სხვაობა საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებულ გამოსაქვით თანხებს შორის;
ბ) (ამოღებულია - 13.05.2016, №5092);
გ) არარეზიდენტის მიერ გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ, გადახდის წყაროსთან დაბეგრილ თანხას.
5. (ამოღებულია - 13.05.2016, №5092).
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 12
ივნისის
კანონი №64
– ვებგვერდი,.0
.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 1
მაისის
კანონი
№3581
- ვებგვერდი, 15.05.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ.
თავი XIX
საგადასახადო აღრიცხვის წესე
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
- საქმე №ბს-421(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის მიხედვით, შესაბამისად აღნიშნული სესხის ნაწილი, რომელიც წარმოქმნილი იყო ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ პირთან, დაიბეგრა ამავე მუხლის 11 ნაწილით 15%-ის ოდენობით, ხოლო დანარჩენ ნაწილზე გავრცელდა ამავე მუხლის 1(ბ) ნაწილის მოთხოვნები.
- საქმე №ბს-235(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2025
აღნიშნულიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც ცალსახად ამბობს, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ გადასახდელი თანხის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად გადასახადის წყაროსთან დაბეგვრა ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის დებულებებს.
- საქმე №ბს-152(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2024
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 41-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, მე-40 უჯრაში იწერება კუთვნილი მოგების გადასახადი, რომელიც მიიღება: 37-ე უჯრის მონაცემს გამოკლებული 38-ე და 39-ე უჯრების მონაცემები, იმ პირობით, რომ გამოსაკლები თანხა არ უნდა აღემატებოდეს 37-ე უჯრის მონაცემს, ხოლო 41-ე გრაფა ივსება საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, არარეზიდენტი საწარმოს მიერ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიას შეუმცირდა დაბრუნებას დაქვემდებარებული გადასახადის ძირითადი თანხა 128 254 ლარის ოდენობით და დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
- საქმე №ბს-498(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2022
…და ის პირი, რომელიც უშუალოდ სარგებლობს შპს „...ისა“ და უცხოური კავშირგაბმულობის კომპანიის მომსახურებით. აღნიშნული მომსახურების წყაროსთან დაბეგვრის მიზნებისთვის საგადასახადო ორგანოებს უნდა გამოეკვლიათ გაწეული მომსახურების სახე. საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე.
- საქმე №ბს-1178(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.02.2022
რაც შეეხება სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადის ამოწურვის შემოდგომ ჯარიმის დაბეგვრის იმ კომპონენტს, რომელიც პირგასამტეხლოს 22%-იანი ზღვრის ზემოთ ექცეოდა (30%-22%=8) სასამართლომ აღნიშნა, რომ საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლი არ იცნობს ასეთი შემოსავლის გადასახადის წყაროსთან დაბეგვრის რეგულაციას, ამდენად, ჯარიმა არ შეიძლება განხილული იქნეს საგადასახადო კოდექსის 104.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სარგებლად.
- საქმე №ბს-408(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2021
- საქმე №ას-19-19-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2021
- საქმე №ბს-1005(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.01.2019
- საქმე №ბს-1381-1320(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2011
- საქმე №330310017001800286 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.07.2019
- საქმე №ბს-150(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.06.2022
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება