1. აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება:
ა) ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას – ნაღდი ფულის მიღების მომენტი;
ბ) უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას – ფულადი სახსრების საბანკო დაწესებულებაში გადასახადის გადამხდელის მიმდინარე ანგარიშზე ან სხვა ანგარიშზე, რომლის განკარგვის ან რომლიდანაც ამ სახსრების მიღების უფლება აქვს, ჩარიცხვის მომენტი.
2. გადასახადის გადამხდელის ფინანსურ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის შემთხვევაში, კერძოდ, ურთიერთჩათვლის დროს, შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება ამ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის მომენტი.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6312 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2626 – ვებგვერდი, 10.03.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.02.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 22.02.2023 კანონი №2626
- 25.05.2012 კანონი №6312
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-191-184(4კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.02.2011
2007 წლის 14 დეკემბრის კამერალური შემოწმების აქტისა და მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 11 იანვრის ¹47 ბრძანების შესაბამისად, ზემოაღნიშნული ჩათვლები განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 248-ე და 138-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა საფუძველზეც მოხდა სადავო ჩათვლების განხორციელება, მიმწოდებელთა მიერ გამოწერილ იქნა სულ მცირე 2 დღეზე უფრო ადრე, ვიდრე გამომწერთა მიერ მოხდა მათი გატანა საგადასახადო ინსპექციიდან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება