1. გადასახადის გადამხდელის შემოსავლების მიღების უფლება მოპოვებულად ითვლება, თუ:
ა) შესაბამისი თანხა ექვემდებარება გადასახადის გადამხდელისათვის გადახდას;
ბ) გადასახადის გადამხდელმა შეასრულა გარიგებით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული ყველა ვალდებულება.
2. თუ გადასახადის გადამხდელი სწევს მომსახურებას, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული უფლება მის მიერ გარიგებით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დამთავრების მომენტში მოპოვებულად ითვლება.
3. თუ გადასახადის გადამხდელი იღებს ან მას უფლება აქვს, მიიღოს შემოსავალი პროცენტის სახით ან ქონების იჯარით გადაცემით, შემოსავალი სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის მომენტში მიღებულად ითვლება. ამასთანავე, თუ სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადა რამდენიმე საანგარიშო პერიოდს მოიცავს, შემოსავალი საანგარიშო პერიოდებს შორის ნაწილდება თითოეულ საანგარიშო პერიოდში დარიცხული ან დასარიცხი თანხის მიხედვით.
4. (ამოღებულია - 13.05.2016, №5092).
5. საბანკო დაწესებულება, საკრედიტო კავშირი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სესხებზე დარიცხულ საპროცენტო შემოსავლებს აღიარებს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით.
შენიშვნა: ამ ნაწილის მიზნისთვის:
ა) სესხად განიხილება კრედიტი (სესხი), ოვერდრაფტი, აკრედიტივი, საკრედიტო ხაზი, გარანტია ან/და სავალო ფასიანი ქაღალდები, ფაქტორინგი, აგრეთვე ამ ინსტრუმენტებიდან მიღებული/მისაღები (მათ შორის, დისკონტის, საკომისიოს ან/და სარგებლის სახით მიღებული/მისაღები) ნებისმიერი სახის წინასწარ განცხადებული (დადგენილი) შემოსავალი;
ბ) საპროცენტო შემოსავლები განისაზღვრება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით.
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5118 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 30
მაისის
კანონი №2392
–
ვებგვერდი,12.06.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2439 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 15.12.2023 კანონი №4022
- 16.12.2022 კანონი №2439
- 13.05.2016 კანონი №5092
- 13.10.2011 კანონი №5118
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ბს-58(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2022
…მიღების უფლების მოპოვებისა და ხარჯების აღიარების მომენტის მიხედვით, შემოსავლების ფაქტობრივად მიღებისა და ხარჯების ფაქტობრივად გაწევის მომენტის მიუხედავად, გარდა ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის შემოსავლების მიღების უფლება მოპოვებულად ითვლება, თუ: ა) შესაბამისი თანხა ექვემდებარება გადასახადის გადამხდელისათვის გადახდას;
- საქმე №ბს-106(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.10.2020
ამასთან, დარიცხვის მეთოდით შემოსავლების მიღებისა და ხარჯის გაწევის მომენტების დეტალურ ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 141-ე და 142-ე მუხლები. საგულისხმოა, რომ შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის წესს ასევე აზუსტებს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის…
- საქმე №ბს-387(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2019
…მიღების უფლების მოპოვებისა და ხარჯების აღიარების მომენტის მიხედვით, შემოსავლების ფაქტობრივად მიღებისა და ხარჯების ფაქტობრივად გაწევის მომენტის მიუხედავად, გარდა ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის შემოსავლების მიღების უფლება მოპოვებულად ითვლება, თუ: ა) შესაბამისი თანხა ექვემდებარება გადასახადის გადამხდელისათვის გადახდას;
- საქმე №ბს-1421(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.02.2019
შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ხელშეკრულების, მოცემულ შემთხვევაში ბილეთზე შედეგის დადგომის - დამთავრების მომენტში, ბილეთზე დადებული ფსონი ექვემდებარება კომპანიის ერთობლივ შემოსავალში ასახვას.
- საქმე №330310017001798874 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.07.2018
შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ხელშეკრულების, მოცემულ შემთხვევაში, ბილეთზე შედეგის დადგომის - დამთავრების მომენტში, ბილეთზე დადებული ფსონი ექვემდებარება კომპანიის ერთობლივ შემოსავალში ასახვას.
- საქმე №190310016001632955 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება