1. ამხანაგობის ან სხვა მსგავსი წარმონაქმნის, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს და ამ კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად საწარმოდ ითვლება, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
2. ამხანაგობის წილის მფლობელი ვალდებულია ამხანაგობიდან მისთვის მიკუთვნებული მოგების წილი (შემოსავალი) შეიტანოს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ერთობლივ შემოსავალში.
3. ამხანაგობა ვალდებულია ამ კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან დაბეგროს მისი წილის მფლობელი ფიზიკური პირისათვის (პირი, რომელიც არ არის დარეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ ან/და დღგ-ის გადამხდელად) განაწილებული შემოსავალი.
4. ამხანაგობის წევრს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მისთვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი ჩაითვალოს წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის დაბეგვრისას გადასახდელი გადასახადების თანხაში.
5. ამხანაგობის ზარალი მიეკუთვნება მის მფლობელებს მათი წილის შესაბამისად. ამასთანავე, ამხანაგობის ზარალი მის მფლობელებზე არ ნაწილდება და მფლობელის ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება.
6. ამხანაგობის მფლობელის წილი ზარალი შეიძლება გამოიქვითოს მხოლოდ ამ ამხანაგობაში მისი წილი დასაბეგრი მოგების (მომავალი წლის/წლების) ხარჯზე. ზარალის გადატანა ხორციელდება ამ კოდექსის 121-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით.
7. ამხანაგობის ზარალი, რომელიც მის მფლობელს მიეკუთვნება, ამ მფლობელის მიერ სხვა ამხანაგობაში მონაწილეობის შედეგად მიღებული მოგების ხარჯზე არ გამოიქვითება.
8. ამხანაგობის მიერ მისი წევრისათვის წილის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიწოდება საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად არ ითვლება.
9. ამ მუხლის მე-2 და მე-5−მე-7 ნაწილების დებულებები არ ვრცელდება ამხანაგობის წევრზე, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.
10. ტურისტული საწარმოს მიერ ფიზიკური პირისაგან შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიღება, სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოყენება და სასტუმროს ფუნქციონირების ორგანიზება ამ კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ამხანაგობად არ ითვლება.
საქართველოს 2014
წლის 12 დეკემბრის
კანონი №2946 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.
საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2391 – ვებგვერდი, 12.06.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.05.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 30.05.2018 კანონი №2391
- 13.05.2016 კანონი №5092
- 12.12.2014 კანონი №2946
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(13)
- საქმე №ბს-397(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
…საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას (საქმე Nბს-538-531 (კ-15)) და მიუთითა, რომ საგადასახადო კოდექსის 309.12 მუხლის საფუძველზე 2009 წლის 7 აგვისტომდე შექმნილი ამხანაგობები გათავისუფლებულნი არიან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 143.9 მუხლისა და 161.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებებისგან, 2009 წლის 7 აგვისტომდე შექმნილ ამხანაგობებზე ვრცელდება იმ დროისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული დაბეგვრის რეჟიმი.
- საქმე №ბს-1213(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2022
გ-ის მიერ ქონების რეალიზაციას სასამართლო მიიჩნევდა ამხანაგობაში კუთვნილი წილის მიწოდებად, საყურადღებო იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის N36/1534-17 გადაწყვეტილება, რომლითაც პალატამ განმარტა, რომ საგადასახადო კოდექსის 109-ე მუხლის მე-12 ნაწილში მითითებული იყო ამ კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლებითაც მოწესრიგებული იყო ამხანაგობის მოგების, ზარალისა და ამხანაგობიდან წილის…
- საქმე №ბს-538-531(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2016
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-12 ნაწილი მიხედვით, ამ კოდექსის 143-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მარეგულირებელი დებულებები ვრცელდება მხოლოდ 2009 წლის 7 აგვისტოდან შექმნილ ამხანაგობაზე.
- საქმე №330310016001381127 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.04.2018
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-12 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსის 143-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მარეგულირებელი დებულებები ვრცელდება მხოლოდ 2009 წლის 7 აგვისტოდან შექმნილ ამხანაგობაზე.
- საქმე №330310019002855897 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 15.10.2019
რაც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-12 ნაწილის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლი შეეხება ამხანაგობის წევრის მიერ საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციას.
- საქმე №ბს-693(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.06.2022
- საქმე №ბს-1119-1108(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2012
- საქმე №ბს-101-101(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.03.2012
- საქმე №ბს-378-375(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.05.2011
- საქმე №ას-1180-1045-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2011
- საქმე №ბს-797-771(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.12.2010
- საქმე №ბს-676-642(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.10.2010
- საქმე №330310016001381401 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.05.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება