1. აქტივების მიწოდებისას მიღებული მოგება არის დადებითი სხვაობა მათი მიწოდებით მიღებულ შემოსავლებსა და ამ აქტივების ღირებულებას შორის, რომელიც განისაზღვრება ამ კოდექსის 148-ე მუხლის შესაბამისად.
2. აქტივების მიწოდებით მიღებული ზარალი არის უარყოფითი სხვაობა მათი მიწოდებით მიღებულ შემოსავლებსა და ამ აქტივების ღირებულებას შორის.
3. აქტივების უსასყიდლოდ ან თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად მიწოდებისას მიმწოდებლის მოგება განისაზღვრება, როგორც დადებითი სხვაობა მიწოდებული აქტივების საბაზრო ფასსა და ამ კოდექსის 148-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ აქტივების ღირებულებას შორის.
4. ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილების დებულებები არ გამოიყენება ჯგუფური მეთოდით ამორტიზაციას დაქვემდებარებული აქტივებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ.
საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.06.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
საქმე №ბს-909(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2019
ამდენად, შემოწმების აქტში აღწერილი საბაზო ფასის გაანგარიშების შემოთავაზებული მეთოდი არ არის შესაბამისობაში საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან (სამართლებრივი საფუძველი: საგადასახადო კოდექსის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილი და ამავე კოდექსის 148-ე მუხლი); 4) მოსარჩელე აგრეთვე არ ეთანხმება მივლინების თანხების საზოგადოების თანამშრომლებზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირების გამო განხორციელებულ დარიცხვას.
საქმე №ბს-944(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.11.2018
…საქონლის მიხედვით, ამასთანავე, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სასაქონლო ზედნადებები იყო დიდი რაოდენობით, თითოეული საქონელის შედარება ვერ მოხდებოდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საგადასახადო კოდექსის 73.5, 136-ე, 147-ე და 148-ე მუხლებზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა საკითხი იმის შესახებ, შემმოწმებლებს მოსარჩელის შემოწმების დროს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით უნდა გამოეყენებინათ პირდაპირი თუ არაპირდაპირი მეთოდი.
…უფლებამოსილია საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაადოს გადასახადის გადამხდელის ქონებას აღიარებული დავალიანების მოცულობის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 87.3, 147.2, 85.1, 85.2 მუხლებით, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს შეტყობინება ყადაღის დადების შესახებ ჩაჰბარდა 26 თებერვალს, რაც მას დადგენილ ვადაში არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, გაშვებული აქვს როგორც ქონებაზე ყადაღის დადების, ასევე გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გასაჩივრების ვადა (იხ.
ამდენად, შემოწმების აქტში აღწერილი საბაზო ფასის გაანგარიშების შემოთავაზებული მეთოდი არ არის შესაბამისობაში საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან (სამართლებრივი საფუძველი: საგადასახადო კოდექსის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილი და ამავე კოდექსის 148-ე მუხლი); 4) მოსარჩელე აგრეთვე არ ეთანხმება მივლინების თანხების საზოგადოების თანამშრომლებზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირების გამო განხორციელებულ დარიცხვას.
საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 147-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, აქტივების მიწოდებისას მიღებული მოგება არის დადებითი სხვაობა მათი მიწოდებით მიღებულ შემოსავლებსა და ამ აქტივების ღირებულებას შორის, რომელიც განისაზღვრება ამ კოდექსის 148-ე მუხლის შესაბამისად.
…კოდექსის (შემოწმების დასკვნის შედგენის დროს მოქმედი რედაქცია) 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი. ამავე კოდექსის 147-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აქტივების მიწოდებით მიღებული ზარალი არის უარყოფითი სხვაობა მათი მიწოდებით მიღებულ შემოსავლებსა და ამ აქტივების ღირებულებას შორის.
საქმის განმხილველმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის (შემოწმების დასკვნის შედგენის დროს მოქმედი რედაქცია) 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 147-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 148-ე მუხლი და შემოწმების დასკვნით დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 12 ოქტომბერს შპს „----“-მა გაყიდა სს,,---“-ის 100%-იანი წილი ------ზე 14 963 400 ლარად.
გ) გარე გადამუშავება გამოიყენება ამ კოდექსის 147-ე მუხლის შესაბამისად დამატებითი გადამუშავებისთვის. თავი XVII. იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლების განსაკუთრებული შემთხვევები მუხლი 107.
საგადასახადო კოდექსის მე-13, მე-16 და 147-ე მუხლების გათვალისწინებით, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია წინა პერიოდებში იყენებს ძირითადი საშუალებების სრულად გამოქვითვის მეთოდს, საგადასახადო შემოწმებით გაანგარიშებული იქნა გადაცემული აქტივების საგადასახადო ღირებულება.
…ძირითადი თანხა და საკომისიო აღემატება გაცემული სესხის ძირითად თანხას და საკომისიოს. პირი მოთხოვნის გაყიდვის დროს აქტივის ღირებულებას ქვითავს ხარჯებში. შესაბამისად გაზრდილია გამოსაქვითი ხარჯი ზემოთ აღნიშნული სხვაობის თანხით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 147-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად აქტივის მიწოდებით მიღებული ზარალი არის უარყოფითი სხვაობა მათი მიწოდებით მიღებულ შემოსავალსა და ამ აქტივის თვითღირებულებას შორის.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 147, №3591, 17.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1043717/muxli-147/