1. პირის (პირთა) მიერ იურიდიული პირისათვის მასში 50 პროცენტის ან მეტი წილის (აქციების) სანაცვლოდ აქტივების გადაცემა (დავალიანებით ან მის გარეშე) არ არის აქტივების მიწოდება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმღები მხარისათვის აქტივების ღირებულება იგივეა, რაც მიმწოდებელი მხარისათვის მათი ღირებულება გადაცემის მომენტისათვის.
3. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გაცვლის შედეგად მიღებული პარტნიორის წილის ღირებულება ტოლია გადაცემული აქტივების ღირებულებისა, გადაცემული (შესაბამისი) დავალიანების გამოკლებით.
4. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ აქტივებზე, რომლებიც ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად ექვემდებარება ამორტიზაციას ჯგუფური მეთოდით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ერთდროულად გაიცემა ამორტიზაციის ერთი ნორმის მიხედვით დაჯგუფებული ჯგუფის ყველა აქტივი.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნული, ამორტიზაციის ერთი ნორმის მიხედვით დაჯგუფებული ჯგუფის ყველა აქტივის გადაცემის შემთხვევაში მათი მიმღებისათვის აქტივების ღირებულებად ითვლება გადაცემის მომენტისათვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი.
6. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება უფლებრივი ნაკლის მქონე აქტივების გადამცემზე, თუ დავალიანება აღემატება გადაცემული აქტივების ღირებულებას.
7. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ოპერაციის მონაწილე რომელიმე მხარე მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იურიდიულ პირს მასში 50 პროცენტის ან მეტი წილის/აქციების სანაცვლოდ აქტივებს გადასცემს ფიზიკური პირი.
საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.06.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 28.06.2019 კანონი №4906
- 13.05.2016 კანონი №5092
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-909(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2019
2011 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილის ჩანაწერი ზუსტად ემთხვევა მოქმედი საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის ჩანაწერს და შესაბამისად, კასატორი მიუთითებს მოქმედი საგადასახადო კოდექსის კომენტარებზე.
- საქმე №330310015748472 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 17.01.2019
2011 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილის ჩანაწერი ზუსტად ემთხვევა მოქმედი საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის ჩანაწერს და შესაბამისად, კასატორი მიუთითებს მოქმედი საგადასახადო კოდექსის კომენტარებზე.
- საქმე №080310017002036878 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 14.11.2019
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიჩნეულ იქნა, რომ გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, ფ/პ თ------ ა-----ის მიერ ზემოაღნიშნული შენობა-ნაგებობა შეტანილ იქნა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანიის კაპიტალში, ამ კომპანიაში 50 პროცენტის ან მეტი წილის (აქციების) სანაცვლოდ, რაც საგადასახადო კოდექსის V კარის მიზნებისათვის, არ ითვლება ქონების (საქონლის) მიწოდებად, ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ამდენად, საგადასახადო ორგანოს მოსაზრებით, ქ. ქუთაისში, თ----------ის N---ში მდებარე ქონების შეძენასთან,…
- საქმე №080310017002036878 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2019
…იქნა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანიის კაპიტალში, ამ კომპანიაში 50 პროცენტის ან მეტი წილის (აქციების) სანაცვლოდ, რაც საგადასახადო კოდექსის V კარის მიზნებისათვის, არ ითვლება ქონების (საქონლის) მიწოდებად, ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ამდენად, საბჭომ მიიჩნია, რომ ქ. ქუთაისში, თ----- მ---ის N1--ში მდებარე ქონების შეძენასთან, რეკონსტრუქციასა და…
- საქმე №330310017001889076 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 04.10.2018
სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის (პირთა) მიერ იურიდიული პირისათვის მასში 50 პროცენტის ან მეტი წილის (აქციების) სანაცვლოდ აქტივების გადაცემა (დავალიანებით ან მის გარეშე) არ არის აქტივების მიწოდება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება