1. დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისას არანაირი მოგება ან ზარალი მხედველობაში არ მიიღება, თუ ხდება:
ა) აქტივის გადაცემა მეუღლეებს შორის;
ბ) აქტივის გადაცემა ყოფილ მეუღლეებს შორის განქორწინების დროს;
გ) აქტივის არანებაყოფლობითი განადგურება/ჩამორთმევა და განადგურების/ჩამორთმევის წლის მომდევნო 2 წლის დასრულებამდე:
გ.ა) განადგურების/ჩამორთმევის შედეგად მიღებული კომპენსაციის თანხის რეინვესტირება ხორციელდება მსგავსი სახისა და მახასიათებლის მქონე აქტივში;
გ.ბ) განადგურებული/ჩამორთმეული აქტივის ჩანაცვლება ხდება კომპენსაციის შედეგად მიღებული მსგავსი სახისა და მახასიათებლის მქონე აქტივით;
დ) უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების სახით) სავაჭროდ დაშვებული/განთავსებული რეზიდენტი კომპანიის აქციების რეგისტრირებული მესაკუთრის ცვლილება ამ აქციების ბენეფიციარი მესაკუთრის შეუცვლელად;
ე) რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხების ან ფინანსური გირავნობის ფარგლებში სასესხო ფასიანი ქაღალდის მიწოდება და მისი ან მისი ეკვივალენტური სხვა სასესხო ფასიანი ქაღალდის წინასწარ შეთანხმებულ ფასად გამყიდველისთვის/გამსესხებლისთვის დაბრუნება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემცვლელი აქტივის ღირებულება განისაზღვრება შეცვლილი აქტივის საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით განადგურების/ჩამორთმევის მომენტისათვის.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაცემული აქტივის ღირებულებად ითვლება გარიგების მომენტში მოცემული აქტივის ღირებულება გადამცემი მხარისათვის.
4. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ აქტივებზე, რომლებიც ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად ექვემდებარება ამორტიზაციას ჯგუფური მეთოდით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ჯგუფის ყველა აქტივი ერთდროულად გადაიცემა.
საქართველოს 2015 წლის 24
დეკემბრის კანონი
№4720
- ვებგვერდი, 29.12.2015წ.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5677 – ვებგვერდი, 31.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.12.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 20.12.2019 კანონი №5677
- 24.12.2015 კანონი №4720
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-1110-1079(2კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2011
…საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით კ. გ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად: საქალაქო სასამართლომ იხელძღვანელა საგადასახადო კოდექსის მე-80, 146-ე, 147.2, 145.2, 149-ე მუხლებით, დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 18 იანვრის ¹16-01/1026 გადაწყვტილების თანახმად, ი/მ “კ.
- საქმე №ბს-459-452(2კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.09.2015
ხ-ა არ დაეთანხმა დარიცხულ დავალიანებას და 2006 წლის 29 მაისს ფოთის საგადასახადო ინსპექციას მიმართა შესაგებლით, რომელიც დატოვებული იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ დარღვეული იყო იმ დროისათვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ვ” ქვეპუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, შესაგებელში აღნიშნული არ იყო დავის გაგრძელების შემთხვევაში მისი გადაწყვეტის ფორმა (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ან სასამართლოს მიერ), რაც 2006 წლის 7 ივნისის №01/4-4/839 წერილით ეცნობა მ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება