1. აქტივების ღირებულებაში შეიტანება მათი შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები (დანახარჯები), აგრეთვე სხვა ხარჯები (დანახარჯები), რომლებიც ზრდის მათ ღირებულებას, გარდა ისეთი ხარჯებისა (დანახარჯებისა), რომელთა პირდაპირ გამოქვითვის უფლება აქვს გადასახადის გადამხდელს, ხოლო აქტივების უსასყიდლოდ მიღებისას – ამ აქტივების საბაზრო ფასი.
2. აქტივების მხოლოდ ნაწილის მიწოდების ან გადაცემის შემთხვევაში აქტივების ღირებულება მიწოდების ან გადაცემის მომენტში ნაწილდება დარჩენილ და მიწოდებულ ან გადაცემულ ნაწილებს შორის.
3. თავდაპირველად ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალების სხვა მიზნებისათვის გამოყენების შემთხვევაში მისი ღირებულება განისაზღვრება იმ ჯგუფის ღირებულებითი ბალანსით, რომელშიც ეს ძირითადი საშუალება მანამდე აღირიცხებოდა.
4. მყიდველის/მსესხებლის მიერ რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხების ან ფინანსური გირავნობის ფარგლებში თავდაპირველად შეძენილი/მიწოდებული სასესხო ფასიანი ქაღალდის მესამე პირისთვის მიწოდების შემთხვევაში მიწოდებული/გამოსყიდული სასესხო ფასიანი ქაღალდის ღირებულება და ფასი თითოეულ შემთხვევაში განისაზღვრება გამყიდველის/გამსესხებლის მიერ პირველად მიწოდებული ფასიანი ქაღალდის საბაზრო ფასით.
5. სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენის შემდეგ მყიდველის მიერ მიღებული პროცენტი, რომელიც შესყიდვის თანხის ნაწილია, უნდა ჩაითვალოს პროცენტად ამ კოდექსის მე-8 მუხლის მე-19 ნაწილის „ბ.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რაც შეამცირებს ფასიანი ქაღალდების ღირებულებას. იგი არ ჩაითვლება მყიდველის საერთო შემოსავალში.
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5118 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5677 – ვებგვერდი, 31.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.12.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 20.12.2019 კანონი №5677
- 13.10.2011 კანონი №5118
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №ბს-1259(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2025
საგადასახადო ორგანომ შემოწმებისას იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლით და აქტივის ღირებულებაში შეიტანა გაწეული ის ხარჯები, რომლებიც ზრდის მის ღირებულებას - მოცემულ შემთხვევაში, როგორც გაცემული სესხის თანხა, ასევე, სესხის გაცემის საკომისიოც, რომელიც გადასახადის გადამხდელს აღიარებული აქვს შემოსავლად და ჩართული აქვს შესაბამისი პერიოდის ერთობლივ შემოსავალში.
- საქმე №ბს-706(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.10.2024
…წლის განმავლობაში ჯგუფის ძირითად საშუალებათა რეალიზაციის თანხით, ხოლო ძირითად საშუალებათა უსასყიდლოდ მიწოდებისას – საბაზრო ღირებულებით; ბ) იზრდება: ბ.ა) საანგარიშო საგადასახადო წლის განმავლობაში ჯგუფისათვის დამატებული, ამ კოდექსის 148-ე მუხლის თანახმად განსაზღვრული ძირითად საშუალებათა (გარდა ძირითადი საშუალებებისა, რომლებიც ამორტიზაციას არ ექვემდებარება) ღირებულებით;
- საქმე №ბს-408(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2021
კასატორი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტზე.
- საქმე №ბს-909(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2019
ამდენად, შემოწმების აქტში აღწერილი საბაზო ფასის გაანგარიშების შემოთავაზებული მეთოდი არ არის შესაბამისობაში საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან (სამართლებრივი საფუძველი: საგადასახადო კოდექსის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილი და ამავე კოდექსის 148-ე მუხლი); 4) მოსარჩელე აგრეთვე არ ეთანხმება მივლინების თანხების საზოგადოების თანამშრომლებზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირების გამო განხორციელებულ დარიცხვას.
- საქმე №ბს-944(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.11.2018
…მიხედვით, ამასთანავე, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სასაქონლო ზედნადებები იყო დიდი რაოდენობით, თითოეული საქონელის შედარება ვერ მოხდებოდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საგადასახადო კოდექსის 73.5, 136-ე, 147-ე და 148-ე მუხლებზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა საკითხი იმის შესახებ, შემმოწმებლებს მოსარჩელის შემოწმების დროს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით უნდა გამოეყენებინათ პირდაპირი თუ არაპირდაპირი მეთოდი.
- საქმე №330310015748472 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 17.01.2019
- საქმე №330310017001885092 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.04.2019
- საქმე №330310014507542 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.03.2018
- საქმე №330310017001889076 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 04.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება