მუხლი 144. შემოსავლები და გამოქვითვები გრძელვადიანი კონტრაქტების მიხედვით
საგადასახადო კოდექსის 144-ე მუხლი · სგკ 144
თავი XIX — საგადასახადო აღრიცხვის წესები
1. თუ გადასახადის გადამხდელი აღრიცხვისას დარიცხვის მეთოდს იყენებს, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემოსავლები და გამოქვითვები გრძელვადიანი კონტრაქტების მიხედვით, საგადასახადო წლის განმავლობაში პროპორციულად, მათი ფაქტობრივი შესრულების შესაბამისად.
2. გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით ფაქტობრივი შესრულების მოცულობა განისაზღვრება საგადასახადო წლის ბოლომდე კონტრაქტის ფარგლებში გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირები
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 17.09.2010).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
საქმე №ბს-1357(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2023
…მოსარჩელის მიერ მიღებული იყო შემოწმების პერიოდში - 2014 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე, რაც, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სრულად შეესაბამებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 144-ე და 161-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებას სალაროში არსებული ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვის…
საქმე №ბს-387(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2019
შემმოწმებლებმა, საგადასახადო კოდექსის 144-ე მუხლზე მითითებით აღნიშნეს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც გადამხდელი იყენებს დარიცხვის მეთოდს, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემოსავლები და გამოქვითვები გრძელვადიანი კონტრაქტების მიხედვით, საგადასახადო წლის განმავლობაში პროპორციულად, მათი ფაქტობრივი შესრულების შესაბამისად.
საქართველოს სამოქ--–--ო კოდექსის 394-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე, 128-ე, 130-ე, 144-ე მუხლები; 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. 2012 წლის 27 მარტს ქ. თბ--–---ს მე--------------------------------------------------------------------ს (მეიჯარე) და შპს „თ---–----------“ (მოიჯარე) შორის 49 წლის ვადით გაფორმდა მთ-–--------------ს გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულება.
აღნიშნული დარღვევა საგადასახადო ორგანოს მიერ გადაკვალიფიცირდა საგადასახადო კოდექსის 144-ე მუხლის დარღვევად, რაც არასწორია. ამდენად, მოსარჩელის მოსაზრებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
ვინაიდან სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო და არ დასრულდა მათი დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში, შპს „----------“ და ფ/პ ---------- დადებული ხელშეკრულება საგადასახადო კოდექსის 144-ე და 309-ე მუხლების შესაბამისად განხილულია სამშენებლო მომსახურების გრძელვადიან კონტრაქტად. დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ჩაითვალა არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბრის…
ვინაიდან სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო და არ დასრულდა მათი დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში, შპს „------ა“ და ფ/პ-------თან დადებული ხელშეკრულება საგადასახადო კოდექსის 144-ე და 309-ე მუხლების შესაბამისად განხილულია სამშენებლო მომსახურების გრძელვადიან კონტრაქტად. დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ჩაითვალა არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბრის…
…საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით ფაქტობრივი შესრულების მოცულობა განისაზღვრება საგადასახადო წლის ბოლომდე კონტრაქტის ფარგლებში გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით.
შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის, 90-ე და 144-ე მუხლის მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელის დასაბეგრი შემოსავალი 2020 წლის დეკემბრის თვეში გაიზარდა 200 280 ლარის, ხოლო 2021 წლის დეკემბრის თვეში - 305 354 ლარის ოდენობით.
…საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან. საგადასახადო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით ფაქტობრივი შესრულების მოცულობა განისაზღვრება საგადასახადო წლის ბოლომდე კონტრაქტის ფარგლებში გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 144, №3591, 17.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1043717/muxli-144/