1. აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება გადასახადის გადამხდელის მიერ ხარჯების ფაქტობრივად გაწევის მომენტი, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას გადასახადის გადამხდელის მიერ ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება:
ა) ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას – ნაღდი ფულის გადახდის მომენტი;
ბ) უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას – საბანკო დაწესებულების მიერ გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან ან სხვა ანგარიშიდან თანხების ჩამოწერის მომენტი.
3. გადასახადის გადამხდელის წინაშე ფინანსურ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის შემთხვევაში, კერძოდ, ურთიერთჩათვლის დროს, ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება ამ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის მომენტი.
4. სავალო ვალდებულების ან ქონების იჯარით გაცემასთან დაკავშირებული გადასახდელის მიმართ, თუ სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადა რამდენიმე საანგარიშო პერიოდს მოიცავს, ფაქტობრივად გადახდილი პროცენტის (იჯარის) თანხა, რომელიც გამოიქვითება საგადასახადო წლის განმავლობაში, არის პროცენტის (იჯარის) ის თანხა, რომელიც გამოიანგარიშება თითოეულ საანგარიშო პერიოდში დარიცხული ან დასარიცხი თანხის მიხედვით.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2626 – ვებგვერდი, 10.03.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.02.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.02.2023 კანონი №2626
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ბს-426-421(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.04.2013
მასვე დააკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე და 140-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმების თანხები. სასამართლომ დაადგინა, რომ ფოთის რეგიონული ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2009 წლის 7 აგვისტოს კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე იმავე რეგიონულმა ცენტრმა ფიზიკური პირის - ა.
- საქმე №ბს-1119-1108(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.03.2012
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 21 ნოემბრის ¹3284 “საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ, საშემოსავლო და სოციალური დაზღვევის გადასახადებში, აგრეთვე დღგ-ში (გადასახადის ძირითადი თანხების, საურავებისა და ჯარიმების), აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 133-ე და 139-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმების დარიცხვის ნაწილში ბათილად ცნობას; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 14 თებერვლის ¹292 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობას, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის-ინდ.მეწარმე “რ.
- საქმე №ბს-1119-1108(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2012
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 21 ნოემბრის ¹3284 “საგადასახადო მოთხოვნის” ნაწილობრივ, საშემოსავლო და სოციალური დაზღვევის გადასახადებში, აგრეთვე დღგ-ში (გადასახადის ძირითადი თანხების, საურავებისა და ჯარიმების), აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 133-ე და 139-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმების დარიცხვის ნაწილში ბათილად ცნობას; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 14 თებერვლის ¹292 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობას, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის-ინდ.მეწარმე “რ.
- საქმე №ბს-421-410(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2014
თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 5 ოქტომბრის №005–180 საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139–ე მუხლის მე–4 ნაწილის საფუძველზე ი/მ,,ლ. ც-ა“ დაჯარიმდა 500 ლარით. 2007 წლის 9 ნოემბერს ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა ი/მ,,ლ.
- საქმე №ბს-729-723(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.06.2011
_ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის 2010 წლის 10 ივნისის კამერალური შემოწმების აქტისა და 2010 წლის 9 ივლისის ¹49,,საგადასახადო მოთხოვნის’’ ბათილად ცნობაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის – 500 (ხუთასი) ლარის დარიცხვის ნაწილში;
- საქმე №ბს-1766-1721(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.05.2011
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება