1. ეს კარი განსაზღვრავს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომ − დღგ) გამოანგარიშების და გადახდის წესს.
2. დღგ არის საქონლის/მომსახურების მოხმარებაზე დადგენილი გადასახადი, რომელიც ამ საქონლის/მომსახურების ფასის პირდაპირპროპორციულია.
3. დღგ-ის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ყველა ეტაპზე, საცალო მიწოდების ჩათვლით.
4. ამ კარით გათვალისწინებულ შემთხვევებში დღგ-ის გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.07.2020 კანონი №6817
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(13)
- საქმე №ას-834-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2024
2020 წლის დეკემბერში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, „დღგ არის საქონლის/მომსახურების მოხმარებაზე დადგენილი გადასახადი, რომელიც ამ საქონლის/მომსახურების ფასის პირდაპირპროპორციულია.
- საქმე №ბს-329-327(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.10.2017
ამასთან, საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლი განსაზღვრავდა დღგ-ს გადამხდელთა ჩამონათვალს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად,…
- საქმე №ბს-97-97(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.06.2012
…2010 წლის 8 სექტემბრის ¹1689 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2004წ.) მე-80 მუხლის პირველი ნაწილის, 156-ე, 157-ე მუხლების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც აწესებენ და ცვლიან პირის (ი/მ,,ლ.
- საქმე №330310016001634205 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.12.2018
…მომსახურების შეძენისას (იმპორტისას). არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს) ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც ამ კოდექსის მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელად იწოდება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გადამხდელად ითვლება პირი, რომელიც რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად.
- საქმე №330210019003042472 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 20.03.2020
…გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე“; 6.5 მუხლისს თანახმად, საშემოსავლო გადასახადი და დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) მიეკუთვნება საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებს. ამავე კოდექსის 156-ე მუხლი ჩამოთვლის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელებს, ხოლო 79-ე მუხლი განსაზღვრავს საშემოსავლო გადასახადის გადამხდელთა წრეს.
- საქმე №330310018002297023 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.11.2018
- საქმე №330310018002381764 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.09.2018
- საქმე №ბს-516(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
- საქმე №ას-1041-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2023
- საქმე №ბს-990-986(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.04.2018
- საქმე №ბს-1688-1660(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.05.2012
- საქმე №330310015001034586 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 05.04.2018
- საქმე №330310015001034586 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.02.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება