გადაწყვეტილება №23050/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23050/2/2024
06 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,25.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ის 13.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23050/2/2024).
დავის საგანი:
1. სიმინდის მოყვანა-რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლების განსაზღვრა;
2. სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაწილში გამოვლენილი სხვაობის რეალიზებულად განხილვა;
3. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
4. დღგ-ის ჩათვლების გათვალისწინება მიღებული ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე;
5. დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №053-16 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8694 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 896 182,16 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 569 901
დღგ - 8 896
მიწაზე (არასასოფლო) ქონების გადასახადი - (- 351)
საშემოსავლო გადასახადი - 558 928
ქონების გადასახადი - 2 428
ჯარიმა - 198 953
საურავი - 127 328,16
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №053-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8694 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. სიმინდის მოყვანა-რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლების განსაზღვრა
ი/მ ა"-------"-ის (ს/ნ "-------") საქმიანობის საგანს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კულტივაცია და სიმინდის მოყვანა. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი ეწევა 230 ჰექტარი მიწის კულტივაციას. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით წარმოდგენილია განმარტებები, ასევე ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან. დეკლარირებული მონაცემებით 2020-2021-2022 წლებში ჯამურად მეწარმის ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 180 547 ლარს, დეკლარირებული გამოქვითვები შეადგენს 156 924 ლარს, დარიცხული საშემოსავლო გადასახადი კი 4 724 ლარს. ბიუჯეტში გადახდა არ უფიქსირდება, ხოლო ბიუჯეტიდან დაბრუნებული აქვს 437 108 ლარი.
წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და სრულად არ ფლობს სააღრიცხვო დოკუმენტაციას. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციები, ხოლო წარმოდგენილი ზეპირსიტყვიერი ინფორმაცია არ არის დოკუმენტური მტკიცებულებებით გამყარებული. აღნიშნულის გათვალისწინებით, მეწარმის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციების მიხედვით, შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა. შედეგად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, მე-80 მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის პირველი ნაწილის, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ, საგადასახადო ვალდებულებების ზუსტად განსაზღვრის მიზნით, მოძიებულ იქნა ჰიბრიდული სიმინდის თესვისა და მოყვანის მეთოდოლოგია და მიღებული იქნა ინფორმაციები მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი მეწარმე სუბიექტებისა და დარგის ექსპერტებისაგან, ერთ ჰექტარ მიწაზე, ჰიბრიდული სიმინდის მოყვანის ზღვრული დანახარჯების დიაპაზონისა და შესაბამისად მისაღები მოსავლის ოდენობის თაობაზე. შედეგად, განისაზღვრა ერთ ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებელი, ხოლო სარეალიზაციო ფასის განსაზღვრისას შემოწმებამ იხელმძღვანელა ასევე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების დოკუმენტური რეალიზაციის ფასებით პერიოდების შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გაანგარიშდა ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") ყოველწლიური შემოსავლები სიმინდის მოყვანისა და რეალიზაციის ნაწილში და აღნიშნულის გათვალისწინებით გადამხდელს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადში, დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, მე-9, მე-16, 79- ე, მე-80, მე-100, 102-ე, 105-ე, 107-ე მუხლებზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების მე-3 პუნქტზე და საგადასახადო კოდექსის 112-ე და 43-ე მუხლებზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.
ერთ ჰექტარზე მოყვანილი ჰიბრიდული სიმინდის ოდენობის განსაზღვრასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საჩივრებში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომ მისთვის უცნობია აუდიტის დეპარტამენტის მიერ რის საფუძველზე მოხდა შემოსავლების, მათ შორის მოსავლიანობის, გამოყენებული მიწის ფართობისა და საქონლის სარეალიზაციო ფასის განსაზღვრა. ამასთან, შემოწმების მონაცემები ბევრად მეტია სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსავლიანობის სტატისტიკურ მონაცემებზე. განმარტავს, რომ შემოწმების პროცესში ასევე არ იქნა გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ "-------"-ის რეგიონში გავრცელებული იყო დაავადებები, რაც დასტურდება სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილით. აგრეთვე, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტზე, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით სიმინდის მოსავლიანობა "-------"-ის რეგიონში ერთ ჰექტარზე შეადგენდა 2020 წელს 3,7 ტონას, 2021 წელს 3,9 ტონას, 2022 წელს 3,2 ტონას, ხოლო 2022 წლის წინასწარი მონაცემებით სიმინდის მოსავლიანობა საქართველოში ერთ ჰექტარზე შეადგენდა 2020 წელს 3,1 ტონას, 2021 წელს 3 ტონას, 2022 წელს 2,1 ტონას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, ერთ ჰექტარზე მოყვანილი ჰიბრიდული სიმინდის ოდენობის განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით, კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტში მითითებულია, რომ გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობის დადგენილი წესით, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული წესით (არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება არ ახლავს საგადასახადო შემოწმების აქტს, რის საფუძველზე გაიანგარიშეს შემოსავლები, მათ შორის მოსავლიანობა, გამოყენებული მიწის ფართობი, საქონლის სარეალიზაციო ფასი. ასევე არ არის დოკუმენტური ხარჯები სრულად გათვალისწინებული. შემოწმების მონაცემები ბევრად მეტია სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსავლიანობის სტატისტიკურ მონაცემებზე), რასაც არ ეთანხმება, რადგან ნაწარმოებია აღრიცხვა და წარდგენილია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა შემოწმების დროს, რაც არ გაითვალისწინეს, ასევე შემოწმების დროს არ გაითვალისწინეს ის ფაქტები, რომ "-------"-ის რეგიონში, გავრცელებული იყო დაავადებები, რაც დასტურდება სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილით (დანართი №4), კერძოდ:
2020 წლიდან "-------"-ის რეგიონში აღინიშნება სიმინდის ღეროს ფარვანას და სიმინდის ხვატარის მასობრივი გავრცელება, აღნიშნული მავნებლები ხასიათდებიან პერიოდული აფუთქარებით და შეუძლიათ სიმინდის მოსავლის განადგურება. მავნებლების მატლის ფაზის გამოჩენა ემთხვევა სიმინდის მარცვლის რძისებრ სიმწიფეს, რა დროსაც სიმინდის სიმაღლე აღწევს 2 მეტრამდე სიმაღლეს, რის გამოც გართულებულია ფართობში სპეციალური ტექნიკის გადაადგილება და შეწამვლითი სამუშაოების ჩატარება.
2021 წელს სიმინდის ნათეს ფართობებში, სიმინდის ხვატარის განსაკუთრებით მაღალი რიცხოვნობა აღინიშნა "-------"-ის მუნიციპალიტეტის შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში: ქ. "-------", "-------", "-------", "-------", "-------", "-------", "-------", "-------", "-------", "-------", "-------", "-------", "-------", "-------"და "-------". სიმინდის ნათესებში 1 ტაროზე აღინიშნებოდა 1-5 მატლი. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ჩატარდა სააგენტოს სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, აღნიშნული ტექნიკის მობილიზება მოხდა დასავლეთ საქართველოში არსებული აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მართვის ცენტრიდან. ბოლო პერიოდში "-------"-ის მუნიციპალიტეტში ასევე აღინიშნება აზიური ფაროსანას გავრცელება, აღნიშნული მავნებლისათვის სიმინდი წარმოადგენს ერთერთ ძირითად მასპინძელ მცენარეს, მავნებელი აზიანებს სიმინდის მარცვლებს. მავნებლის მონიტორინგის მიზნით ყოველწლიურად ხდება 300 ერთეულამდე ფერომონიანი დამჭერის განთავსება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით (დანართი №5) (https://www.geostat.ge/ka/modules/categories/196/soflis-meurneoba) სიმინდის მოსავლიანობა "-------"-ის რეგიონში ერთ ჰექტარზე შეადგენდა 2020 წელს 3,7 ტონას, 2021 წელს 3,9 ტონას, 2022 წელს 3,2 ტონას.
ასევე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით (2022 წლის წინასწარი მონაცემები მემცენარეობის შესახებ, დანართი №6) სიმინდის მოსავლიანობა საქართველოში ერთ ჰექტარზე შეადგენდა 2020 წელს 3,1 ტონას, 2021 წელს 3 ტონას, 2022 წელს 2,1 ტონას.
აღსანიშნავია, რომ წინა პერიოდებშიც შემოწმებულია აუდიტის დეპარტამენტის მიერ და მიმდინარე შემოწმების შედეგები და ფაქტები აცდენილია რეალობას და წინა შემოწმების შედეგებს (დანართი №7).
ანალოგიურ საკითზე არსებობს შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 29 ივლისის №21784 ბრძანება (დანართი №8), რომლის მიხედვითაც არაპირდაპირი მეთოდით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.
შესაბამისად, სრულად უნდა მოხდეს არაპირდაპირი მეთოდის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:
ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;
ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;
გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და სრულად არ ფლობს სააღრიცხვო დოკუმენტაციას. გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციები, ხოლო წარმოდგენილი ზეპირსიტყვიერი ინფორმაცია არ არის დოკუმენტური მტკიცებულებებით გამყარებული. მეწარმის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციების მიხედვით, შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა. შემოწმების მიერ მოძიებულ იქნა ჰიბრიდული სიმინდის თესვისა და მოყვანის მეთოდოლოგია და მიღებული იქნა ინფორმაციები მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი მეწარმე სუბიექტებისა და დარგის ექსპერტებისაგან, ერთ ჰექტარ მიწაზე, ჰიბრიდული სიმინდის მოყვანის ზღვრული დანახარჯების დიაპაზონისა და შესაბამისად მისაღები მოსავლის ოდენობის თაობაზე. შედეგად, განისაზღვრა ერთ ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებელი, ხოლო სარეალიზაციო ფასის განსაზღვრისას შემოწმებამ იხელმძღვანელა ასევე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების დოკუმენტური რეალიზაციის ფასებით პერიოდების შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8694 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით, კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8694 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2. სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაწილში გამოვლენილი სხვაობის რეალიზებულად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს სიმინდის თესლი, პესტიციდები, შხამ-ქიმიკატები და სასუქები. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში, ი/მ "-------"-ს "-------"-ში, "-------"-ის რაიონში გააჩნია აგრო დანიშნულების პუნქტი, საიდანაც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქციის (შხამ-ქიმიკატები, პესტიციდები და სხვა) რეალიზაციას.
შესამოწმებელ პერიოდში, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით გაანგარიშდა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე (სიმინდის მოყვანაზე) გახარჯული შხამ-ქიმიკატებისა და პესტიციდების ოდენობები. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ იქნა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შემოწმების მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის შეძენილი, გახარჯული (სიმინდის მოყვანაზე) და ნაშთად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობების ურთიერთშედარება და გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება. შესაბამისად, გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა რეალიზებულად მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების ფასნამატით.
საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის, 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის, 1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 158-ე მუხლის, 159-ე მუხლის, 163-ე მუხლის, 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-80 მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 61-ე, 73-ე, მე-80, მე-100, 102-ე, მე-2 მუხლებზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე, 161-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 168-ე, 43-ე მუხლებზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, საგადასახადო შემოწმების აქტში, გაანგარიშების ნაწილში, დაშვებული შეცდომები (ტექნიკური), რაც საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს/ყოველმხრივ გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
ინვენტარიზაციის შედეგებზე სამართალდარღვევის ოქმი (დანართი №9) შედგენილია 2023 წელს 2 მარტს, შესაბამისად დანაკლისის თანხა ერთობლივ შემოსავალში ასახვას ექვემდებარება 2023 წლის წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში, შესაბამისად შემოწმებით განსაზღვრული 2022 წლის ერთობლივი შემოსავალი ექვემდებარება შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
მომჩივნის მიერ შეძენილი, გახარჯული (სიმინდის მოყვანაზე) და ნაშთად არსებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ოდენობების ურთიერთშედარების საფუძველზე, შემოწმების შედეგად, გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება. შედეგად გამოვლინდა სხვაობა, რაც ჩაითვალა რეალიზებულად მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების ფასნამატით.
შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8694 ბრძანებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს/ყოველმხრივ გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8694 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
3. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გაანგარიშდა ი/მ "-------"-ის დასაბეგრი შემოსავლები, რომელიც 2020-2021 წლებში აჭარბებს 100 000 ლარიან ზღვარს.
საგადასახადო კოდექსის 201-ე, 205-ე და 206-ე მუხლების გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების მიერ გაანალიზდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული ი/მ "-------"-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის თანახმადაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს "-------"-ში , "-------"-ის ქუჩაზე გააჩნია უძრავი ქონება (ბინა), ასევე "-------"-ის რაიონში გააჩნია უძრავი ქონება. აღნიშნული ქონებების შესაბამისად, შემოწმების მიერ გაანგარიშდა ქონების გადასახადი, რაზეც დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე, 205-ე, 43-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივრებში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომ პირველი და მე-2 სადავო საკითხების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს პირველი და მე-2 სადავო საკითხების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განსაზღვროს ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
პირველი და მე-2 სადავო საკითხების გათვალისწინებით მოხდეს საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულ მე-3 საკითხში დარიცხული ქონების გადასახადის შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი:
გ.ა) მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;
გ.ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე;
გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივნის დასაბეგრი შემოსავლები 2020-2021 წლებში აჭარბებს 100 000 ლარიან ზღვარს. გაანალიზდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული მომჩივნის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს გააჩნია უძრავი ქონება. აღნიშნული ქონებების შესაბამისად, შემოწმების მიერ გაანგარიშდა ქონების გადასახადი.
შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8694 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა პირველი და მე-2 სადავო საკითხების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განსაზღვროს საგადასახადო წლის განმავლობაში მომჩივნის მიერ მიღებული შემოსავლები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8694 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
4. დღგ-ის ჩათვლების გათვალისწინება მიღებული ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე
ფაქტების აღწერა
საგადასახადო შემოწმების აქტში სადავო საკითხი გამოკვეთილი არ არის.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე, 174-ე, 175-ე, 176-ე, 43-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივრებში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებიც სრულად არა აქვს ასახული ჩათვლებში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურები და სრულად არ აქვს ჩათვლები, შესაბამისად ითხოვს ჩასათვლელი დღგ-ის თანხების გათვალისწინებას და შესაბამის კორექტირებას (დანართი №10).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
მომჩივანი მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურები და სრულად არ აქვს ჩათვლილი. წარმოდგენილი აქვს 2021-2023 წლების შესაბამისი თვეების ოპერაციებზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი (დანართი №10).
შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8694 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8694 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
5. დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინება
ფაქტების აღწერა
საგადასახადო შემოწმების აქტში სადავო საკითხი გამოკვეთილი არ არის.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივრებში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომ შესამოწმებელ პერიოდში გაწეული აქვს ხარჯები, რომელიც შემოწმების მიერ არ არის გამოქვითული (სესხის პროცენტების და ა.შ). ასევე, ითხოვს შეძენილი ძირითადი საშუალებების მიმართ, საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის შესაბამისად, სრულად გამოქვითვის მეთოდის გამოყენებას.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრებში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი სესხის პროცენტებთან და ძირითადი საშუალებების სრულად გამოქვითვის მეთოდთან დაკავშირებით). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს ასევე გაწეული აქვს ხარჯები, რომელიც შემოწმების მიერ არ არის გამოქვითული, სესხის პროცენტების და ა.შ. შესაბამისად ითხოვს დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებას (აღნიშნული საკითხი შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვის დროს სიტყვიერად იქნა მოთხოვნილი).
ერთობლივი შემოსავლიდან უნდა გამოიქვითოს ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ხოლო შეძენილი ძირითადი საშუალებების მიმართ გამოყენებული უნდა იქნას სრულად გამოქვითვის მეთოდი საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის შესაბამისად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად:
1. ძირითადი საშუალებების მიმართ, გარდა საწარმოს კაპიტალში შეტანილისა, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, სრულად გამოქვითოს ამ აქტივების ღირებულება იმ საგადასახადო წელს, როდესაც ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შევიდა.
2. ძირითადი საშუალებების ღირებულების სრულად გამოქვითვის უფლების გამოყენების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია იგივე მეთოდი გამოიყენოს ყველა შემდგომი შესყიდული (წარმოებული) ძირითადი საშუალების მიმართ.
4. ძირითადი საშუალებების ღირებულების სრულად გამოქვითვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს უფლება არ აქვს, არჩეული გამოქვითვის ნორმა შეცვალოს 5 წლის განმავლობაში. ამასთანავე, გამოქვითვის ასეთი ნორმის არჩევა უნდა მოხდეს იმ საგადასახადო წელს, როდესაც ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შევიდა.
საგადასახადო კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი ან/და გადასახდელი (დარიცხვის მეთოდის გამოყენების მიხედვით) პროცენტები გამოიქვითება არა უმეტეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლებში, შესაბამისი პერიოდის პროპორციულად.
მომჩივანი მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში გაწეული აქვს ხარჯები, რომელიც შემოწმების მიერ არ არის გამოქვითული. ასევე, ძირითადი საშუალებების მიმართ გამოყენებული უნდა იქნას სრულად გამოქვითვის მეთოდი საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8694 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი სესხის პროცენტებთან და ძირითადი საშუალებების სრულად გამოქვითვის მეთოდთან დაკავშირებით). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8694 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი მიიჩნევს,რომ სრულად უნდა მოხდეს არაპირდაპირი მეთოდის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება.
2.მომჩივანი მიინევს,რომ შემოწმებით განსაზღვრული 2022 წლის ერთობლივი შემოსავალი ექვემდებარება შემცირებას.
3.პირველი და მე-2 სადავო საკითხების გათვალისწინებით მოხდეს საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულ მე-3 საკითხში დარიცხული ქონების გადასახადის შემცირება.
4.მომჩივანი ითხოვს ჩასათვლელი დღგ-ის თანხების გათვალისწინებას და შესაბამის კორექტირებას.
5.მომჩივანი ითხოვს დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებას.ასევე,ერთობლივი შემოსავლიდან უნდა გამოიქვითოს ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ხოლო შეძენილი ძირითადი საშუალებების მიმართ გამოყენებული უნდა იქნას სრულად გამოქვითვის მეთოდი საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის შესაბამისად.
ფაქტობრივი გარემოებები
1.მეწარმის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციების მიხედვით, შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა. შედეგად,გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
შემოწმების მიერ, საგადასახადო ვალდებულებების ზუსტად განსაზღვრის მიზნით, მოძიებულ იქნა ჰიბრიდული სიმინდის თესვისა და მოყვანის მეთოდოლოგია და მიღებული იქნა ინფორმაციები მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი მეწარმე სუბიექტებისა და დარგის ექსპერტებისაგან, ერთ ჰექტარ მიწაზე, ჰიბრიდული სიმინდის მოყვანის ზღვრული დანახარჯების დიაპაზონისა და შესაბამისად მისაღები მოსავლის ოდენობის თაობაზე. შედეგად, განისაზღვრა ერთ ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებელი, ხოლო სარეალიზაციო ფასის განსაზღვრისას შემოწმებამ იხელმძღვანელა ასევე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების დოკუმენტური რეალიზაციის ფასებით პერიოდების შესაბამისად.
შემოწმების მიერ გაანგარიშდა მოჩივანის ყოველწლიური შემოსავლები სიმინდის მოყვანისა და რეალიზაციის ნაწილში და აღნიშნულის გათვალისწინებით გადამხდელს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადში, დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
2.ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შემოწმების მიერ განხორციელდა გადამხდელის შეძენილი, გახარჯული (სიმინდის მოყვანაზე) და ნაშთად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობების ურთიერთშედარება და გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება. შესაბამისად, გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა რეალიზებულად მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების ფასნამატით.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
3.შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გაანგარიშდა მომჩივანის დასაბეგრი შემოსავლები, რომელიც 2020-2021 წლებში აჭარბებს 100 000 ლარიან ზღვარს. მომჩივანის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის თანახმადაც დგინდება, რომ გადამხდელს გააჩნია უძრავი ქონება (ბინა), ასევე რაიონში გააჩნია უძრავი ქონება. აღნიშნული ქონებების შესაბამისად, შემოწმების მიერ გაანგარიშდა ქონების გადასახადი, რაზეც დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
4.საგადასახადო შემოწმების აქტში სადავო საკითხი გამოკვეთილი არ არის.
5.საგადასახადო შემოწმების აქტში სადავო საკითხი გამოკვეთილი არ არის.
გადაწყვეტილება
1.საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2.საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
3.საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
4.საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
5.საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),100,102,161,174,175,176,201,202,205.