1. დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია;
გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ უკუდაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხა, რომელიც იმავდროულად ჩათვლის მიღების საფუძველია;
დ) ამ კოდექსის 1611 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მყიდველის მიერ საქონლის შეძენის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საქონლის შესაძენად გადახდილი თანხის (მათ შორის, დღგ-ის თანხის) ოდენობა;
ე) საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვისას − დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ცალკეული შემთხვევები, როდესაც დღგ-ის ჩათვლა შესაძლებელია განხორციელდეს ამ მუხლის პირველი ნაწილისგან განსხვავებული საფუძვლით.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.07.2020 კანონი №6817
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №ბს-98(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2025
საგადასახადო შემოწმებით არარეზიდენტი პირისგან მიღებული საგანმანათლებლო მომსახურება დაექვემდებარა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 166-ე და 176-ე მუხლების შესაბამისად დღგ-ით უკუდაბეგვრას, რამაც გამოიწვია ჯარიმის დაკისრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად;
- საქმე №ბს-777(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2024
კერძოდ, კოდექსის 176-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ძირითადი საშუალების მიხედვით, თუ იგი გამოყენებულ იქნა ან/და იქნება: ა) მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ-ის…
- საქმე №ბს-580(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.02.2021
სააპელაციო პალატამ მიუთითა საგადასახადო კოდექსის 166-ე და 176-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ შპს „...“ ვალდებული იყო მომსახურება, რომელიც განხორციელდა...ში რეგისტრირებული იურიდიული პირის „...-ს“ მეშვეობით დაებეგრა უკუდაბეგვრის დღგ-ით.
- საქმე №ბს-157-157(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2019
განჩინებას, რომელშიც სასამართლომ იმსჯელა სქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 176-ე მუხლზე და დაადგინა, რომ საგადასახადო ორგანომ ორ ურთიერთდამოკიდებულ პირთა შორის სასესხო ურთიერთობის შეფასებისას დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში საბაზრო ფასის განსაზღვრისას ოფიციალურ წყაროდ მიიჩნია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მსგავს პროდუქტზე (სესხი) გამოყენებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთი.
- საქმე №330310017001800286 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.07.2019
…რ--------ი, რ--------თან დაკავშირებული მომსახურება ე.წ. ს-----–---ი), რომელიც არ იყო დაბეგრილი უკუდაბეგვრის დღგ-ით, დაექვემდებარა დაბეგვრას. სამართლებრივი საფუძველი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 166.1.,,დ.თ." მუხლი და 176-ე მუხლი. 2.2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–---------------ის N----- ბრძანების (გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო…
- საქმე №330310018002297023 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.11.2018
- საქმე №ბს-152(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2024
- საქმე №ბს-408(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2021
- საქმე №330310017001818384 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება