ბრძანება N 22033
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22033
06 ოქტომბერი 2026
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(მის.:„-------“)
2026 წლის 30 ივლისის, 8 სექტემბრის და 15 სექტემბრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 10 სექტემბრის და 17 სექტემბრის სხდომებზე (ოქმი №82 და №85) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 30 ივლისის №131652/21, 8 სექტემბრის №155961/21-11 და 15 სექტემბრის №161457/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 ივლისის №081-141 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა;
2. საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
3. საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ქონების გადასახადის ოდენობა;
4. საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის პირველი აპრილის №7393 და №7452 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 ივლისის №14814 ბრძანებით მოცული საკითხებისა. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 26 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 2 ივლისის №14949 ბრძანება და ამავე თარიღის №081-141 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა 2 612 733 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 612 921 ლარი
დღგ - 602 575
საშემოსავლო გადასახადი - 948 964
ქონების გადასახადი - 61 382
ჯარიმა - 804 466
საურავი - 195 346
საკითხი N1.
აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სარესტორნე და საკვებით მომსახურება. გადამხდელის წარმომადგენლის სიტყვიერი განმარტებით, საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვა გააჩნია მხოლოდ შესამოწმებელი პერიოდის გარკვეულ (არასრულ) პერიოდზე, თუმცა შემოწმებისთვის არანაირი აღრიცხვა არ ყოფილა წარმოდგენილი. შემოწმების მიერ პირველად საგადასახადო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით განხორციელდა საწარმოს საქმიანობის პერიოდთან მიმართებაში შემოსავლის დადგენა, სადაც შემოსულ თანხად აღებულ იქნა საკონტროლო-სალარო აპარატის, საბანკო ტერმინალებისა და საბანკო ანგარიშებზე არსებული ინფორმაციების მიხედვით შემოსული ფულადი საშუალებები, რომლის შესაბამისად განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადამხდელს მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო (იმპორტის) დეკლარაციების საფუძველზე არასრულად აქვს განხორციელებული დღგ-ის ჩათვლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გაიზარდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ის ჩასათვლელი თანხები. შედეგად, სალდირებული მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი აცხადებს, რომ დღგ-ით დასაბეგრი ობიექტი საჭიროებს დაზუსტებას. განმარტავს, რომ შესაძლებელია, ხარვეზები რეალურად არსებობდა, თუმცა არა იმ რაოდენობით, როგორც ეს შემოწმების აქტშია მითითებული. ამასთან, მომჩივანი აღნიშნავს, რომ დასაზუსტებელია დღგ-ის ჩასათვლელი თანხებიც. მიუთითებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს შესაბამისი მასალების მოძიება, რომლებსაც მოგვიანებით წარმოადგენს.
შემოსავლების სამსახურის პოზიცია:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ; ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმების მიერ პირველად საგადასახადო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით განხორციელდა საწარმოს საქმიანობის პერიოდთან მიმართებაში შემოსავლის დადგენა, სადაც შემოსულ თანხად აღებულ იქნა საკონტროლო-სალარო აპარატის, საბანკო ტერმინალებისა და საბანკო ანგარიშებზე არსებული ინფორმაციების მიხედვით შემოსული ფულადი საშუალებები, რომლის შესაბამისად განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, შემოწმების მიერ გაიზარდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ის ჩასათვლელი თანხები, ვინაიდან გადამხდელს არასრულად აქვს განხორციელებული დღგ-ის ჩათვლები მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საბაჟო (იმპორტის) დეკლარაციების საფუძველზე.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, დამატებით მტკიცებულებების წარმოდგენასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელს დავის განხილვის პროცესში არ წარმოუდგენია ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკითხი N2.
აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:
შემოწმების მიერ არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად (განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია საწარმოს ბუღალტერთან) კომპანიის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების, სალაროში ნაღდი ფულის შესახებ და სხვა ინფორმაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი განხორციელდა შემოწმების მიერ, სადაც შემოსულ თანხად აღებულ იქნა საკონტროლო-სალარო აპარატების, ტერმინალებისა და წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერების შესაბამისად შემოსული ფულადი ანაზღაურებები. გაწეულ ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტური შეძენები (იმპორტი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებითა და სასაქონლო ზედნადებებით განხორციელებული ადგილობრივი შეძენები), ბიუჯეტში გადახდები, დეკლარირებული გაცემული ხელფასები და ა.შ. პირველად დოკუმენტაციაზე დაყრდნობით შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უნდა გააჩნდეს ფულის ნაშთი 4 744 820 ლარი (გროს თანხა). შემოწმებით გამოვლენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი აცხადებს, რომ სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას შემოწმების მიერ დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ, შემოწმებისთვის წარდგენილ საბანკო ანგარიშიდან ამონაწერში მითითებულია, რომ შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებელმა კომპანიის საქმიანობისთვის კაპიტალში შეიტანა თანხები. მიაჩნია, რომ სწორედ აღნიშნული თანხით უნდა შემცირდეს სალაროს ნაშთი. მიუთითებს, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა დროს, პარტნიორების მიერ კაპიტალში შეტანილ იქნა 2 599 747 ლარი, ხოლო კაპიტალიდან გატანილია 1 124 764 ლარი. აღნიშნულის დასადასტურებლად, გადამხდელი საჩივრებზე დანართის სახით წარმოადგენს საბანკო ამონაწერებს, სადაც მოცემულია კაპიტალში თანხების შეტანის შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შემოწმების მონაცემებით, სალაროს ნაშთი გადასახადების გარეშე შეადგენს 3 795 586 ლარს, რომელიც უნდა შემცირდეს 1 564 466 ლარით (სხვაობა პარტნიორების მიერ კაპიტალში შეტანილ და გატანილ თანხებს შორის), შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროს ნაშთის ოდენობა იქნება 2 231 390 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადი 557 847 ლარი ნაცვლად 948 964 ლარისა. ასევე, მიაჩნია, რომ დღგ-ით დასაბეგრი ობიექტის დაზუსტების შესაბამისად უნდა შემცირდეს სალაროს ნაშთი.
ამასთან, მიუთითებს, რომ კომპანიას გააჩნია საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები, რომლებითაც უნდა შემცირდეს სალაროს ნაშთი. მომჩივანი აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს შესაბამისი დოკუმენტების მოძიება, რომლებსაც მოგვიანებით წარმოადგენს.
შემოსავლების სამსახურის პოზიცია:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ კომპანიის მიერ არ არის წარდგენილი შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების, სალაროში ნაღდი ფულის შესახებ და სხვა ინფორმაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი განხორციელდა შემოწმების მიერ, სადაც შემოსულ თანხად აღებულ იქნა საკონტროლო-სალარო აპარატების, ტერმინალებისა და წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერების შესაბამისად შემოსული ფულადი ანაზღაურებები. გაწეულ ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტური შეძენები, ბიუჯეტში გადახდები, დეკლარირებული გაცემული ხელფასები და ა.შ. პირველად დოკუმენტაციაზე დაყრდნობით შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად დადგინდა ფულის ნაშთი, რომელიც დაკვალიფიცირდა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებზე თანდართულ საბანკო ამონაწერებთან დაკავშირებით, რომლებითაც დასტურდება პარტნიორების მიერ კაპიტალში განხორციელებული შენატანების ოდენობა, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით ფულადი ნაკადების მოძრაობის გაანგარიშებისას, როგორც შემოსულ, ასევე ხარჯის ნაწილში არ არის გათვალისწინებული კაპიტალში შენატანები.
ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტთან, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი არგუმენტები/მტკიცებულებები მომჩივანს არც შემოწმების პროცესში და დავის განხილვის ეტაპზე არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკითხი N3.
აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:
შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმომ საქმიანობის დასაწყებად განახორციელა იჯარით აღებული ფართის სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოები. შესაბამისი საქონელი (სხვადასხვა სახის მანქანადანადგარები და სამშენებლო-სარემონტო მასალები) გადამხდელს შეძენილი აქვს როგორც ადგილობრივად (სასაქონლო ზედნადებებით), ასევე საბაჟო იმპორტის გზით. ჩატარებული სამუშაოები წარმოადგენს როგორც ფართის არსებით გაუმჯობესებას (რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით განიხილება ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯად) ასევე ფასადის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას (დასუფთავებას, გამწვანებას, გარე განათების უზრუნველყოფას და ა.შ). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადამხდელის მიერ 2023 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადის დეკლარაცია წარმოდგენილია ნულოვანი (ცარიელი), ხოლო 2024-2025 წლების საანგარიშო პერიოდების ქონების გადასახადის დეკლარაციები წარმოდგენილი არ არის. საწარმო ვალდებული იყო საიჯარო ქონების სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოების კაპიტალიზებული ხარჯები და შესაბამისად შექმნილი ძირითადი საშუალება გაეთვალისწინებინა ქონების გადასახადის გაანგარიშებაში. შემოწმების მიერ განხორციელდა ადგილობრივი შეძენილი და ასევე იმპორტირებული საქონლის კლასიფიცირება ძირითად საშუალებებად, სამშენებლო-სარემონტო მასალებად და განხორციელდა შესაბამისი გაანგარიშება ქონების გადასახადის განსაზღვრის მიზნით შესამოწმებელი პერიოდების და საამორტიზაციო ანარიცხების გათვალისწინებით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი აცხადებს, რომ ქონების გადასახადის გაანგარიშებაში არის უზუსტობები, კერძოდ, შემოწმების მასალების მიხედვით 2023 წლის დასაწყისში ქონების ღირებულება არის ნული ლარი, ხოლო 2023 წლის ბოლოს 1 530 00 ლარი, შესაბამისად, 2023 წლის ქონების გადასახადი შეადგენს 7 650 ლარს. ამასთან, 2024 წლის ბოლოს, 10%-იანი ამორტიზაციის გათვალისწინებით, ქონების ღირებულება შეადგენს 1 377 000 ლარს, შესაბამისად, 2024 წლის ქონების გადასახადი არის 14 535 ლარი. ასევე, 2025 წლის დასაწყისში ქონების ღირებულება შეადგენს 1 239 300 ლარს, შესაბამისად, ქონების გადასახადი არის 13 085 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში ქონების გადასახადი შეადგენს 35 270 ლარს, ნაცვლად 45 365 ლარისა.
შემოსავლების სამსახურის პოზიცია:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით),საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმომ საქმიანობის დასაწყებად განახორციელა იჯარით აღებული ფართის სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოები. შესაბამისი საქონელი (სხვადასხვა სახის მანქანა-დანადგარები და სამშენებლო-სარემონტო მასალები) გადამხდელს შეძენილი აქვს როგორც ადგილობრივად (სასაქონლო ზედნადებებით), ასევე საბაჟო იმპორტის გზით. ჩატარებული სამუშაოები წარმოადგენს როგორც ფართის არსებით გაუმჯობესებას, ასევე ფასადის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას. გადამხდელის 2023 წლის საანგარიშო პერიოდზე წარმოდგენილი აქვს ნულოვანი ქონების გადასახადის დეკლარაცია, ხოლო 2024-2025 წლების საანგარიშო პერიოდების ქონების გადასახადის დეკლარაციები წარმოდგენილი არ არის. საწარმო ვალდებული იყო საიჯარო ქონების სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოების კაპიტალიზებული ხარჯები და შესაბამისად შექმნილი ძირითადი საშუალება გაეთვალისწინებინა ქონების გადასახადის გაანგარიშებაში. შემოწმების მიერ განხორციელდა ადგილობრივი შეძენილი და ასევე იმპორტირებული საქონლის კლასიფიცირება ძირითად საშუალებებად, სამშენებლო-სარემონტო მასალებად და განხორციელდა შესაბამისი გაანგარიშება ქონების გადასახადის განსაზღვრის მიზნით შესამოწმებელი პერიოდების და საამორტიზაციო ანარიცხების გათვალისწინებით.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, გადამხდელს 2023 წელს წარმოდგენილი აქვს ნულოვანი ქონების გადასახადის დეკლარაცია, ხოლო 2024-2025 წლების საანაგრიშო პერიოდების ქონების გადასახადის დეკლარაცია არ წარმოუდგენია. ასევე, მომჩივანს არც შემოწმების პროცესში და არც დავების განხილვის ეტაპზე არ წარმოუდგენია ქონების გადასახადთან დაკავშირებით შესაბამისი გაანგარიშება, აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ განხორციელდა ადგილობრივი შეძენილი და ასევე იმპორტირებული საქონლის კლასიფიცირება ძირითად საშუალებებად, სამშენებლოსარემონტო მასალებად და განხორციელდა შესაბამისი გაანგარიშება ქონების გადასახადის განსაზღვრის მიზნით შესამოწმებელი პერიოდების და საამორტიზაციო ანარიცხების გათვალისწინებით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკითხი N4.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
შემოსავლების სამსახურის პოზიცია:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“ (ს/ნ „-------“) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი აცხადებს, რომ დღგ-ით დასაბეგრი ობიექტი საჭიროებს დაზუსტებას.
2.მომჩივანი აცხადებს, რომ სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას შემოწმების მიერ დაშვებულია უზუსტობა.
3.მომჩივანი აცხადებს, რომ ქონების გადასახადის გაანგარიშებაში არის უზუსტობები.
4.მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სარესტორნე და საკვებით მომსახურება.გადამხდელს მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების საფუძველზე არასრულად აქვს განხორციელებული დღგ-ის ჩათვლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გაიზარდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ის ჩასათვლელი თანხები. შედეგად, სალდირებული მონაცემებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
2.შემოწმების მიერ არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად კომპანიის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების, სალაროში ნაღდი ფულის შესახებ და სხვა ინფორმაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი განხორციელდა შემოწმების მიერ, სადაც შემოსულ თანხად აღებულ იქნა საკონტროლო-სალარო აპარატების, ტერმინალებისა და წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერების შესაბამისად შემოსული ფულადი ანაზღაურებები.გაწეულ ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტური შეძენები,ბიუჯეტში გადახდები,დეკლარირებული გაცემული ხელფასები და ა.შ. პირველად დოკუმენტაციაზე დაყრდნობით შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უნდა გააჩნდეს ფულის ნაშთი.შემოწმებით გამოვლენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს,სსკ-ის 101-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
3.შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმომ საქმიანობის დასაწყებად განახორციელა იჯარით აღებული ფართის სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოები. შესაბამისი საქონელი გადამხდელს შეძენილი აქვს როგორც ადგილობრივად,ასევე საბაჟო იმპორტის გზით.გადამხდელის მიერ 2023 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადის დეკლარაცია წარმოდგენილია ნულოვანი, ხოლო 2024-2025 წლების საანგარიშო პერიოდების ქონების გადასახადის დეკლარაციები წარმოდგენილი არ არის. საწარმო ვალდებული იყო საიჯარო ქონების სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოების კაპიტალიზებული ხარჯები და შესაბამისად შექმნილი ძირითადი საშუალება გაეთვალისწინებინა ქონების გადასახადის გაანგარიშებაში. შემოწმების მიერ განხორციელდა ადგილობრივი შეძენილი და ასევე იმპორტირებული საქონლის კლასიფიცირება ძირითად საშუალებებად, სამშენებლო-სარემონტო მასალებად და განხორციელდა შესაბამისი გაანგარიშება ქონების გადასახადის განსაზღვრის მიზნით შესამოწმებელი პერიოდების და საამორტიზაციო ანარიცხების გათვალისწინებით.შედეგად, გადამხდელს,სსკ-ის 202-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4.შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),101,154,175,176,201,202,269.