1. თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
დ) უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული დღგ.
2. დასაბეგრ პირს, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, უფლება აქვს ჩაითვალოს საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გაწეულ ხარჯთან დაკავშირებული დღგ-ის თანხა, თუ საქონელი ან მომსახურება გამოიყენება:
ა) საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისთვის/ საქონლის მიწოდებისთვის;
ბ) ამ კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებში;
გ) ფინანსური მომსახურებისთვის/ოპერაციისთვის, თუ მომხმარებელი საქართველოს ფარგლების გარეთაა დაფუძნებული ან თუ ეს ოპერაციები უშუალოდ არის დაკავშირებული საქონელთან, რომელიც საქართველოდან უნდა იქნეს ექსპორტირებული.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.07.2020 კანონი №6817
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(59)
- საქმე №ას-544-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2021
ამრიგად, გამყიდველის, მოპასუხის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის არგამოწერით დაირღვა საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები და მყიდველს, მოსარჩელეს დაეკისრა დღგ-ის საგადასახადო ტვირთი.
- საქმე №ას-825-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2021
უშუალოდ „ნსაფ-ის“ თაობაზე კასატორის პოზიციის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლით (ურთიერთობის წარმოშობის მომენტისთვის არსებული რედაქცია), რომლის პირველი და 11 ნაწილების თანახმად, საგადასახადო…
- საქმე №ბს-131(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლისა (2014წ. მოქმედი რედაქცია) და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ.
- საქმე №ას-722-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2019
…ანგარიშფაქტურები წარადგინა, რომლითაც ის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის მიერ მის მიმართ შესასრულებელი ვალდებულების - 9703.28 ლარის არსებობას ამტკიცებდა. 6.4 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველ ნაწილზე საგადასახადო ანგარიშფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი,…
- საქმე №ბს-990-986(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.04.2018
…მიხედვით საქონლის შეძენისას, მომსახურების მიღებისას, საქონლის იმპორტისას ან/და საქონლის დროებითი შემოტანისას, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
- საქმე №ბს-329-327(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.10.2017
- საქმე №ას-671-642-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.01.2017
- საქმე №ას-793-760-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.01.2017
- საქმე №ას-576-551-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.09.2016
- საქმე №ას-1025-967-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2015
- საქმე №ას-752-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №330310015001034586 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 05.04.2018
- საქმე №080210118002422145 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 15.01.2020
- საქმე №330210018002665611 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.11.2019
- საქმე №330210118002526172 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.08.2019
- საქმე №330310015001034586 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.02.2019
- საქმე №330310016001634205 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.12.2018
- საქმე №330310014664016 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.05.2018
- საქმე №330310014624604 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.03.2018
- საქმე №330210015760969 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.02.2018
- საქმე №330210015761001 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.01.2018
- საქმე №330210118002526172 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2019
- საქმე №190210017001993375 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 30.10.2018
- საქმე №330310017001889076 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 04.10.2018
- საქმე №330310018002381764 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.09.2018
- საქმე №ას-367-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.02.2025
- საქმე №ას-61-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2024
- საქმე №ბს-1182(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.12.2022
- საქმე №ას-721-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2021
- საქმე №ბს-715(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.10.2021
- საქმე №ას-1324-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2021
- საქმე №ას-381-381-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.05.2018
- საქმე №ას-599-574-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.09.2016
- საქმე №ას-389-373-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.06.2016
- საქმე №ას-217-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №330210016001361227 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 29.06.2018
- საქმე №330310017001792762 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.07.2019
- საქმე №330210018002579517 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.03.2019
- საქმე №160210118002254285 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.12.2018
- საქმე №330210117001892112 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.11.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 59-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება