დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება:
ა) სოციალური მიზნით ან გასართობ ღონისძიებებზე გაწეული ხარჯის ან წარმომადგენლობითი ხარჯის ღირებულებისათვის მიკუთვნებულ დღგ-ის თანხაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ღონისძიებების ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა იბეგრება დღგ-ით;
ბ) ამ კოდექსის 174-ე−177-ე მუხლების გათვალისწინებით, იმ დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენებულ ან გამოსაყენებლად გამიზნულ საქონელზე/ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ღირებულებისთვის მიკუთვნებულ დღგ-ის თანხებზე, რომლებზეც პირს დღგ-ის ჩათვლის უფლება არ აქვს;
გ) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც არ იძლევა საქონლის/მომსახურების გამყიდველის იდენტიფიცირების საშუალებას ან არ არის გამოწერილი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. თუ დღგ-ის ჩათვლა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს განხორციელდა, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით);
ე) ყალბი დოკუმენტით, აგრეთვე იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 15.12.2023 კანონი №4022
- 14.07.2020 კანონი №6817
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-693(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.06.2022
…შედგენის პერიოდში (15.01.2015წ.) მოქმედი საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, ინვენტარიზაციის ჩატარების პერიოდში მოქმედი (29.09.2010 წ.) საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 177-ე, 178-ე, 199-ე მუხლებზე. კასატორი ასევე მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მეორე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმადაც გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
- საქმე №330310016001606458 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.04.2019
…შედგენის პერიოდში (15.01.2015წ.) მოქმედი საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, ინვენტარიზაციის ჩატარების პერიოდში მოქმედი (29.09.2010 წ.) საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, საგადასახადო კოექსის 177-ე, 178-ე, 199-ე მუხლებზე. აპელანტი ასევე მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მეორე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
- საქმე №330310016001403171 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.08.2018
268-ე, 269-ე, 271-ე მუხლები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2004 წ.) მე-13, 38-ე, 41-ე, 49-ე, 165-ე, 166-ე, 173-ე, 175-ე, 177-ე, 178-ე, 199-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები,…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება