1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
3. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არ უქმდება და არ კორექტირდება ამ კოდექსით დადგენილი წესით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის ან საქონლის დანაკარგის არსებობის შემთხვევაში.
4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.07.2020 კანონი №6817
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-895(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2019
…შვილობილი კომპანიის კაპიტალში შეტანილი აქტივების ან/და პირველსა და მეორე შეკითხვაში ხსენებული ფაქტობრივად გადაუცემელი აქტივების (თუ ჩაითვალა მიწოდებად) უცვლელი სახით კაპიტალიდან გამოტანა (უკან დაბრუნება) წარმოშობს თუ არა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის მიხედვით კორექტირების გარემოებას. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2014 წლის 24 აპრილს გამოცემული #167 წინასწარი…
- საქმე №330310014679155 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 07.03.2019
…შვილობილი კომპანიის კაპიტალში შეტანილი აქტივების ან/და პირველსა და მეორე შეკითხვაში ხსენებული ფაქტობრივად გადაუცემელი აქტივების (თუ ჩაითვალა მიწოდებად) უცვლელი სახით კაპიტალიდან გამოტანა (უკან დაბრუნება) წარმოშობს თუ არა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის მიხედვით კორექტირების გარემოებას. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2014 წლის 24 აპრილს გამოცემული #--- წინასწარი…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება