1. ეს თავი განსაზღვრავს დასაბეგრი ოპერაციების დღგ-ისგან გათავისუფლების შემთხვევებს.
2. ამ კოდექსის 170-ე და 171-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციები დღგ-ისგან გათავისუფლებულია დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე, რაც ნიშნავს, რომ ამ ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში დასაბეგრ პირებს უფლება არ აქვთ ჩაითვალონ დღგ, ამ ოპერაციებზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით.
3. ამ კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციები დღგ-ისგან გათავისუფლებულია დღგ-ის ჩათვლის უფლებით, რაც ნიშნავს, რომ ამ ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში დასაბეგრ პირებს, უფლება აქვთ, ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩაითვალონ ამ ოპერაციებზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებული დღგ.
4. ერთობლივად დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა განიხილება დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის ცალკე ოპერაციებად, გარდა ძირითადი საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან ერთად მასთან უშუალოდ დაკავშირებული საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის შემთხვევისა.
5. დასაბეგრ პირს უფლება აქვს არ გამოიყენოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი და დღგ-ით დაბეგროს ამ კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერაციები. ამ ნაწილის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.07.2020 კანონი №6817
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(16)
- საქმე №ას-468-468-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2020
N 507, 29 მუხლი (2ა პუნქტი) 39 და საგადასახადო კოდექსის 169-ე მუხლებისა (იხ. ტ.1., ს.ფ.142-144); 9.11. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 5 ივნისის N1 საგადახდო დავალების თანახმად, ირკვევა, რომ ნოტარიუსმა სს,,პ.ბ–ი“ საქართველოდან მოსარჩელის ანგარიშზე სს,,ვ.ბ.ჯ–აში“ გადარიცხა 644 785,77 ლარი.
- საქმე №010100117001829049 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 02.11.2018
…მომსახურების შეძენისას (იმპორტისას). არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს) ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც ამ კოდექსის მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელად იწოდება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის განაკვეთი შეადგენს დასაბეგრი ბრუნვის ან საქონლის იმპორტის თანხის 18 პროცენტს, ხოლო 198-ე…
- საქმე №010100117001972807 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 24.06.2019
…შეძენისას (იმპორტისას). არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს) ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც ამ კოდექსის მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელად იწოდება. 25. ამავე კანონის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის განაკვეთი შეადგენს დასაბეგრი ბრუნვის ან საქონლის იმპორტის თანხის 18 პროცენტს, ხოლო 198-ე მუხლის თანახმად…
- საქმე №330310118002506734 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.05.2019
საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, 43-ე, 168-ე, 169-ე, 207-ე, 2071, 269-ე, 289-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-7 მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის
- საქმე №330310018002759788 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.05.2019
საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, 43-ე, 168-ე, 169-ე, 207-ე, 2071, 269-ე, 289-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-7 მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის
- საქმე №330310018002563307 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.03.2019
- საქმე №330310018002577932 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 12.03.2019
- საქმე №330310018002568637 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.02.2019
- საქმე №330310018002434901 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 03.12.2018
- საქმე №330310018002485517 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.11.2018
- საქმე №330310018002386084 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.10.2018
- საქმე №330310018002417842 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 15.10.2018
- საქმე №010100117002175925 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 23.05.2018
- საქმე №ბს-854-846(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.07.2018
- საქმე №ას-885-852-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2017
- საქმე №330310014624604 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.03.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება