1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
2. საქონლის იმპორტისას დღგ-ის თანხის გადახდა ხორციელდება იმპორტის გადასახადის გადახდისთვის დადგენილი წესის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ნუსხის მიხედვით გათვალისწინებული, სეს ესნ 8401-9033 კოდებში მითითებული საქონლის იმპორტისას დარიცხული დღგ-ის გადახდა ხორციელდება ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებიდან არაუგვიანეს 45 დღისა.
4. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ოპერაციის უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრისას, საგადასახადო აგენტი (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირისა) ვალდებულია დარიცხული დღგ-ის თანხა გადაიხადოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
5. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გამოტანილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს გაკოტრების რეჟიმის გახსნამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები.
საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7169 – ვებგვერდი, 25.09.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.
თავი XXV
დღგ-ისგან გათავისუფლება
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 14.07.2020 კანონი №6817
- 15.12.2023 კანონი №4022
- 18.09.2020 კანონი №7169
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(84)
- საქმე №ას-897-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2026
აღნიშნული ცნობის მიხედვით, მოპასუხე კომპანიის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად წარდგენილი დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების საფუძველზე, კომპანიის ბრუნვა შეადგენდა 0 ლარს, ხოლო დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა - 0 ლარს.
- საქმე №ბს-98(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2025
…გადასახადს (დღგ), საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 167-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, დღგ-ისგან გათავისუფლება არსებობს ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე. ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია საგანმანათლებლო დაწესებულებათა მიერ გაწეული განათლების მომსახურება.
- საქმე №ბს-1355(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.03.2025
შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნის გათვალისწინებით, განხორციელებული ოპერაცია ვერ განიხილებოდა საწარმოს მიწოდებად საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არამედ იგი წარმოადგენდა უძრავი ქონების მიწოდებას, რის გამოც ოპერაცია ექვემდებარებოდა დღგ-ით დაბეგვრას.
- საქმე №ბს-152(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2024
მეხუთე სადავო საკითხთან (ექსპორტში მოსაქცევი ტვირთის გადატვირთვის მომსახურება) დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ მიუთითა საგადასახადო კოდექსის 161-ე, 163-ე, 168-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო დარიცხვას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ შპს „ბ...“ 2010-2011 წლებში ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში…
- საქმე №ბს-1161(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.10.2024
შესაბამისად, დავის განმხილველმა ორგანოებმა გაიზიარეს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის,,ო“ ქვეპუნქტის, 168-ე მუხლის მეორე ნაწილის,,ზ“ ქვეპუნქტისა და 174-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების სისწორე,…
- საქმე №ბს-863(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.10.2024
- საქმე №ბს-904(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.01.2024
- საქმე №ბს-483(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.07.2023
- საქმე №ბს-397(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
- საქმე №ბს-1182(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.12.2022
- საქმე №ბს-1121(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.11.2022
- საქმე №ბს-1324(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.02.2022
- საქმე №ბს-1112(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.01.2022
- საქმე №ბს-715(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.10.2021
- საქმე №ბს-1199(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.04.2021
- საქმე №ბს-355(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.04.2021
- საქმე №ბს-670(3კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2021
- საქმე №ბს-1027(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.10.2020
- საქმე №ბს-856(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.04.2020
- საქმე №ბს-265(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.11.2019
- საქმე №ას-1098-1018-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2019
- საქმე №ბს-645(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.07.2019
- საქმე №ბს-1411(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.02.2019
- საქმე №ბს-990-986(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.04.2018
- საქმე №ბს-329-327(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.10.2017
- საქმე №ბს-585-582(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.10.2017
- საქმე №ბს-538-531(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2016
- საქმე №ბს-492-485(2კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.12.2015
- საქმე №ას-719-684-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.09.2015
- საქმე №ბს-426-421(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.04.2013
- საქმე №ბს-631-619(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2012
- საქმე №ბს-1037-1008(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.12.2010
- საქმე №ბს-1321-1285(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2010
- საქმე №ბს-1118-1086(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.11.2010
- საქმე №330310015001034586 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 05.04.2018
- საქმე №330310017001807957 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.12.2019
- საქმე №330310019002830152 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.12.2019
- საქმე №330310019002809243 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.11.2019
- საქმე №330310018002783822 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.09.2019
- საქმე №330310018002759788 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.09.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 84-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება