1. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან.
3. პირი ვალდებულია პირველადი საგადასახადო დოკუმენტი შეინახოს იმ კალენდარული წლის დასრულებიდან არანაკლებ 3 წლის განმავლობაში, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისაც იგი არის აუცილებელი.
საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 18
დეკემბრის კანონი
№4680
- ვებგვერდი, 29.12.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.12.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 18.12.2015 კანონი №4680
- 14.06.2011 კანონი №4754
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (10.12.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 72. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი 1. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის. 2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან. 3. პირი ვალდებულია პირველადი საგადასახადო დოკუმენტი შეინახოს იმ კალენდარული წლის დამთავრებიდან,დასრულებიდან რომელსაცარანაკლებ იგი3 მიეკუთვნება,წლის არანაკლებგანმავლობაში, 6რომლის წლისსაგადასახადო განმავლობაში.ვალდებულების დადგენისთვისაც იგი არის აუცილებელი.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(23)
- საქმე №ბს-787(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.04.2026
…შეძენაზე შედგენილი შესყიდვის აქტები, რისი უფლებაც საგადასახადო ორგანოს არ ჰქონდა, რადგან გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წარუდგინა ნოტარიულად დამოწმებული შესყიდვის აქტები - პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
- საქმე №ას-510-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2025
…პირს არ შეუძლია იქიდან მოითხოვოს ინფორმაცია. სასამართლო არ უნდა ენდოს მხარეს, რომელიც თვლის, რომ ასეთი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, მოსარჩელე მხოლოდ ინფორმაციას მოიძიებს და არ განახორციელებს სხვა სახის ცვლილებებს. 9.7. საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილი საზოგადოებას ავალდებულებს, რომ პირველადი საგადასახადო დოკუმენტი შეინახოს წარდგენიდან არანაკლებ სამი წლის განმავლობაში.
- საქმე №ბს-1234(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2025
აღნიშნული არგუმენტის დასაბუთების მიზნით მოპასუხეთა წარმომადგენლებმა სასამართლო სხდომაზე მიუთითეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 72-ე მუხლზე. მოსარჩელის წარმომადგენლებმა კი განმარტეს, რომ ზარალის გადატანის ვადასთან მიმართებით საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლს დაემატა მე-12 ნაწილი, რომელიც სადავო აქტების შედგენის დროისათვის არ იყო მოქმედი და იგი არ უნდა გავრცელებულიყო განსახილველ შემთხვევაზე.
- საქმე №ბს-848(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.02.2023
…ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
- საქმე №ბს-1210(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2022
კასატორებმა მიუთითეს საგადასახო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, 105-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე (2011 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლი), ამავე კოდექსის 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე (199-ე მუხლი), მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტეს, რომ დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა იმ საკითხზე, რომ შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელო №0256…
- საქმე №ბს-1275(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
- საქმე №ბს-72(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2020
- საქმე №ბს-1537(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.05.2019
- საქმე №ას-1339-1259-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2018
- საქმე №ბს-216-214(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2017
- საქმე №ას-231-218-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.05.2015
- საქმე №ბს-600-578(2კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.07.2014
- საქმე №ას-839-797-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.03.2014
- საქმე №330210014606945 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 30.07.2018
- საქმე №080310017002036878 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 14.11.2019
- საქმე №330310016001437071 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.03.2019
- საქმე №080310017001889638 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 10.01.2019
- საქმე №080310015781053 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 09.10.2018
- საქმე №330310016001454562 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.05.2018
- საქმე №080310017002036878 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2019
- საქმე №080310017001889638 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 24.09.2018
- საქმე №ბს-902(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.04.2024
- საქმე №330100115704805 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.02.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება