გადაწყვეტილება № 28019/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.10.2026
№ დოკუმენტი 28019/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 28019/2/2026

07 ოქტომბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,1.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- 26.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28019/2/2026).

 

დავის საგანი:

საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.05.2026 წლის №261-6 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.07.2026 წლის №16789 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 577 249.68 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 305 058.75

დღგ - 76 788

მიწის გადასახადი (სასოფლო) – 54.75

საშემოსავლო გადასახადი - 228 216

ჯარიმა - 150 704

საურავი - 121 486.93

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 13 თებერვლის №3159 და 27 მარტის №6931 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგები აისახა 16.05.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო დარიცხვასთან დაკავშირებით ირკვევა შემდეგი გარემოებები:

გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დეკლარაციების, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ მომჩივნის მიერ მიღებული ერთობლივი შემოსავალი აღემატებოდა დეკლარირებულ ერთობლივ შემოსავალს, ამდენად, გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადი. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დაეკისრა სანქცია - ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 13 მაისის №10663 ბრძანება და №261–6 საგადასახადო მოთხოვნა. ხსენებული აქტები, საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის ნაწილში, გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 23.07.2026 წლის №16789 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

ა) ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საჭიროების შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, მესამე მხარისგან გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარუდგენლობის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 23.07.2026 წლის №16789 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე, მე-80, მე-100, 105-ე, 72-ე, 73-ე, 43-ე მუხლებზე და საქმეში არსებულ და გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, რომლის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საჭიროების შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, მესამე მხარისგან გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ხოლო მტკიცებულებათა წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქმიანობს გასართობი ღონისძიებების ჩატარებას, საახალწლო ღონისძიებებზე და მსგავსი ტიპის წვეულებებზე, შესაბამისად აქვს უამრავი ხარჯი. მასალების შეძენა უწევს ე.წ ბაზრობებზე, სადაც იხდის ნაღდი ანგარიშსწორებით და შესყიდვის დოკუმენტებს არ აძლევენ. ეს ხარჯი გაწერილია ტენდერების ხარჯთაღრიცხვაში და დაკმაყოფილებულია დამკვეთიც. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე ითხოვს საშუალო შეწონილით (ბაზარზე არსებული მარჟა 25-30%) ფასნამატით გადაიანგარიშოს არსებული ვალდებულება. ვერ წარმოადგენს ელექტრონულ/ მატერიალურ ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტებს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება;

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ მიღებული ერთობლივი შემოსავალი აღემატებოდა დეკლარირებულ შემოსავალს, ამდენად, გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა.

მომჩივანი მიუთითებს, რომ საქმიანობს გასართობი ღონისძიებების ჩატარებაზე, საახალწლო ღონისძიებებზე და მსგავსი ტიპის წვეულებებზე, შესაბამისად აქვს უამრავი ხარჯი. მასალების შეძენა უწევს ე.წ ბაზრობებზე, სადაც იხდის ნაღდი ანგარიშსწორებით და შესყიდვის დოკუმენტებს არ აძლევენ. ეს ხარჯი გაწერილია ტენდერების ხარჯთაღრიცხვაში და დაკმაყოფილებულია დამკვეთიც. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე ითხოვს საშუალო შეწონილით (ბაზარზე არსებული მარჟა 25-30%) ფასნამატით გადაიანგარიშოს არსებული ვალდებულება.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 23.07.2026 წლის №16789 ბრძანებით, მომჩივანს, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით, მიეცეს წინადადება ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საჭიროების შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, მესამე მხარისგან გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), ამასთან, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარუდგენლობის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კამერალური საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ მომჩივნის მიერ მიღებული ერთობლივი შემოსავალი აღემატებოდა დეკლარირებულ ერთობლივ შემოსავალს, ამდენად, გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით და მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურმა საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ და მომჩივანს მიეცა 15 დღიანი ვადა ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარსადგენად. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მათი დამატებით შესწავლა და საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), ხოლო წარუდგენლობის შემთხვევაში დაუდასტურებელი ხარჯის განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბრძანება გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;80;105;