1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
3. ძირითად საშუალებათა შეძენის, დადგმისა და სხვა კაპიტალიზებადი ხარჯები გამოიქვითება ეტაპობრივად, ამორტიზაციის ანარიცხების სახით, გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ საამორტიზაციო ანარიცხების სრული გამოქვითვის უფლების გამოყენების შემთხვევისა.
4. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს:
ა) მისთვის საქონლის/მომსახურების მიწოდების (მათ შორის, უსასყიდლოდ) შედეგად წარმოშობილი სარგებელი, ამ კოდექსით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით, იმ საანგარიშო წელს, როდესაც ეს საქონელი/მომსახურება გამოყენებული იქნება ეკონომიკურ საქმიანობაში;
ბ) რეკლამის მიზნით, უსასყიდლოდ გავრცელებულ, დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლების მქონე საქონელზე დარიცხული დღგ-ის თანხა, თუ ამ ოპერაციაზე არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
გ) წილობრივი ფასიანი ქაღალდების ან/და საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების საფონდო ბირჟაზე (მათ შორის, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე) განთავსებასთან და გამოშვებასთან, აგრეთვე ლისტინგის კატეგორიის/რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებული დანახარჯები.
დ) ამ კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ შემოსავალთან (მოგებასთან) დაკავშირებული ხარჯი.
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, განსაზღვროს:
ა) ცალკეული შემთხვევები, როდესაც ხარჯის დოკუმენტურად დადასტურება სავალდებულო არ არის;
ბ) დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებიც ამ კოდექსის მოთხოვნების გაუთვალისწინებლად ჩაითვლება ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტებად.
6. (ამოღებულია - 13.05.2016, №5092).
7.(ამოღებულია - 26.12.2013, №1886).
8. (ამოღებულია - 13.05.2016, №5092).
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6212 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6330 – ვებგვერდი, 08.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის
26 დეკემბრის კანონი №1886
- ვებგვერდი, 30.12.2013წ.
საქართველოს 2014
წლის 12 დეკემბრის
კანონი №2946 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 24
დეკემბრის კანონი
№4720
- ვებგვერდი, 29.12.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 30
ივნისის
კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.06.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 8-ჯერ.
- 30.06.2017 კანონი №1182
- 13.05.2016 კანონი №5092
- 24.12.2015 კანონი №4720
- 12.12.2014 კანონი №2946
- 26.12.2013 კანონი №1886
- 25.05.2012 კანონი №6330
- 15.05.2012 კანონი №6212
- 15.05.2012 კანონი №6211
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.06.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 105. შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები 1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. 2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. 3. ძირითად საშუალებათა შეძენის, დადგმისა და სხვა კაპიტალიზებადი ხარჯები გამოიქვითება ეტაპობრივად, ამორტიზაციის ანარიცხების სახით, გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ საამორტიზაციო ანარიცხების სრული გამოქვითვის უფლების გამოყენების შემთხვევისა. 4. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს: ა) მისთვის საქონლის/მომსახურების მიწოდების (მათ შორის, უსასყიდლოდ) შედეგად წარმოშობილი სარგებელი, ამ კოდექსით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით, იმ საანგარიშო წელს, როდესაც ეს საქონელი/მომსახურება გამოყენებული იქნება ეკონომიკურ საქმიანობაში; ბ) რეკლამის მიზნით, უსასყიდლოდ გავრცელებულ, დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლების მქონე საქონელზე დარიცხული დღგ-ის თანხა, თუ ამ ოპერაციაზე არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა; გ) წილობრივი ფასიანი ქაღალდების ან/და საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების საფონდო ბირჟაზე (მათ შორის, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე) განთავსებასთან და გამოშვებასთან, აგრეთვე ლისტინგის კატეგორიის/რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებული დანახარჯები. დ) ამ კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ შემოსავალთან (მოგებასთან) დაკავშირებული ხარჯი. 5. საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, განსაზღვროს: ა) ცალკეული შემთხვევები, როდესაც ხარჯის დოკუმენტურად დადასტურება სავალდებულო არ არის; ბ) დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებიც ამ კოდექსის მოთხოვნების გაუთვალისწინებლად ჩაითვლება ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტებად. 6. (ამოღებულია - 13.05.2016, №5092). 7.(ამოღებულია - 26.12.2013, №1886). 8. (ამოღებულია - 13.05.2016, №5092). საქართველოს 2017 წლის 30
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(55)
- საქმე №ბს-1209(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.06.2025
კასატორები მიუთითებენ საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად, გამოქვითვას არ ექვემდებარება.
- საქმე №ბს-706(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.10.2024
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველ, 105-ე, 111-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სწორად იქნა შეფასებული ის გარემოება, რომ შპს „ი...ს“ მიერ წლების მიხედვით, 2014-2015-2016 წლების საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი არ იყო ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ან ქონების ნუსხა.
- საქმე №ბს-779(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2024
სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
- საქმე №ბს-902(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.04.2024
რაც შეეხება ალტერნატიული აუდიტისათვის გადახდილი 20000 ლარის ხარჯად გამოქვითვის საფუძვლიანობას, პალატამ აღნიშნა, რომ საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
- საქმე №ბს-848(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.02.2023
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
- საქმე №ბს-351(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.07.2022
- საქმე №ბს-389(3კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.02.2022
- საქმე №ბს-1210(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2022
- საქმე №ბს-628(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.12.2021
- საქმე №ბს-650(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
- საქმე №ბს-1275(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
- საქმე №ბს-1233(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.04.2021
- საქმე №ბს-106(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.10.2020
- საქმე №ბს-966(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.10.2020
- საქმე №ბს-130(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.09.2020
- საქმე №ბს-72(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2020
- საქმე №ბს-1413(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.01.2020
- საქმე №ბს-709(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.11.2019
- საქმე №ბს-1537(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.05.2019
- საქმე №ბს-1421(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.02.2019
- საქმე №ბს-1246(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2019
- საქმე №ბს-909(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2019
- საქმე №ბს-870-866(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.03.2018
- საქმე №ბს-305-303(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.06.2017
- საქმე №ბს-216-214(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2017
- საქმე №ას-306-291-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.05.2016
- საქმე №ას-1190-1120-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2016
- საქმე №ას-378-359-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.12.2015
- საქმე №ას-839-797-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.03.2014
- საქმე №330310015748472 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 17.01.2019
- საქმე №080310015781053 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 15.03.2018
- საქმე №330310117001794870 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.02.2020
- საქმე №080310017002036878 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 14.11.2019
- საქმე №330100116001304646 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.11.2019
- საქმე №330310017002007609 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.10.2019
- საქმე №330310018002627237 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.07.2019
- საქმე №330310016001403171 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.07.2019
- საქმე №330310015758157 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.07.2019
- საქმე №330310015001125795 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.06.2019
- საქმე №330310017001779787 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.06.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 55-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება