1. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, გამოქვითოს რეალიზებულ საქონელთან და მომსახურებასთან დაკავშირებული უიმედო ვალები, რომელთა მიხედვით მისაღები შემოსავლები წინა საანგარიშო პერიოდებში შეტანილი იყო ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ ერთობლივ შემოსავალში.
2. უიმედო ვალების გამოქვითვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება ჩამოწერილია და ასახულია გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო ანგარიშგებაშ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 17.09.2010).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-1204(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.05.2022
დებიტორული დავალიანების თანხის ის ნაწილი, რომელთა დაკვალიფიცირება დივიდენდის სახით შეუძლებელია (რადგან აღემატება 2007-2011 წლების საანგარიშო პერიოდების ბოლოს დაგროვილ გაუნაწილებელ მოგებას), შემოწმების შედეგად, 2012 წლის დეკემბერში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩაითვალა ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
- საქმე №ბს-709(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.11.2019
…მიერ აღიარებული მოთხოვნა ან მისი ნაწილი, რომლის გადახდის ბოლო ვადა გასულია და, რომელიც არ იქნა ანაზღაურებული მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლომდე, განიხილება უიმედო ვალად, რომელიც ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ამავე კოდექსის 108-ე მუხლის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება კომპანიის შეძენა ან კომპანიათა გაერთიანება, ფასს-ის თანახმად წარმოიშობა...ი, რომელიც წარმოადგენს არამატერიალურ აქტივს და საგადასახადო კოდექსის 113-ე მუხლის შესაბამისად, ერიცხება ამორტიზაცია.
- საქმე №330310018002577567 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.06.2019
…მიერ 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას. ამავე კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია შემდეგი საქონლის მიწოდება, იმპორტი ან დროებითი…
- საქმე №330310016001480565 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.06.2018
…დაწყების შესახებ, თუ მოსამართლის მიერ ამ კრედიტორის მოთხოვნა არ იქნა აღიარებული; დ) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ან გარდაცვალების ცნობა. საგადასახადო კოდექსის 108-ე მუხლის ითვალისწინებს უიმედო ვალების გამოქვითვას, კერძოდ მოცემული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს,…
- საქმე №330310018002577567 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.12.2018
დადგენილია, რომ 2018 წლის 28 თებერვალს სგპ „სადახლო-საავტომობილოს“ საბაჟო კონტროლის ზონაში შემოსული მსუბუქი ავტომობილის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა არადეკლარირებული 2300 ღერი სიგარეტი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ოდენობას აღემატება და ექვემდებარება დეკლარირებას და გაფორმებას.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება