1. ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება:
ა) საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები;
ბ) აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი;
გ) ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის ან/და საწარმოს დახურვის შედეგად მიღებული შემოსავლები;
დ) ძირითად საშუალებათა რეალიზაციით მიღებული თანხები, ხოლო ძირითად საშუალებათა უსასყიდლოდ მიწოდებისას საბაზრო ღირებულება შემოსავალში შეიტანება ამ კოდექსის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით;
ე) კომპენსირებული გამოქვითვები ამ კოდექსის 146-ე მუხლის მიხედვით;
ვ) პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ საბანკო დაწესებულებებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტების სახით მიღებული შემოსავლებისა;
ზ) დივიდენდი;
თ) როიალტი;
ი) პირისთვის ვალის ჩამოწერით მიღებული სარგებელი;
კ) ლიზინგით, უზუფრუქტით, იჯარით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით გაცემული ქონებიდან მიღებული შემოსავლები;
ლ) სხვა ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი.
2. საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებისას ერთობლივ შემოსავალში ასახვას ექვემდებარება ამ საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი. ეს არ ეხება იმ სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ გავრცელებას, მათ შორის, საცალო რეალიზატორის მეშვეობით, რომელსაც დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლები არ გააჩნია და ძირითადი საქონლის/მომსახურების მიწოდების განუყოფელი ნაწილია.
3. (ამოღებულია - 13.05.2016, №5092).
საქართველოს 2014
წლის 12 დეკემბრის
კანონი №2946 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.
საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2626 – ვებგვერდი, 10.03.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.02.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 22.02.2023 კანონი №2626
- 13.05.2016 კანონი №5092
- 12.12.2014 კანონი №2946
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(19)
- საქმე №ბს-795(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2024
…კანონიერებაზე. შპს „ე...“ ნებისმიერი საგადასახადო სამართლებრივი ურთიერთობის საფუძვლად სახელშეკრულებო ურთიერთობას მიიჩნევს, რომლის არსებობა თუ არარსებობა განაპირობებს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას. საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლითაც საქონლის/მომსახურებით მიწოდებით მიღებული შემოსავალი მიიჩნევა ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ…
- საქმე №ბს-1204(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.05.2022
…სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დივიდენდი წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს, ხოლო 101-ე მუხლის პირველი ნაწილის…
- საქმე №ბს-1275(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
…მოთხოვნა; აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დარიცხული ჯარიმის კორექტირება ოპერაციის ბარტერად მიჩნევის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საგადასახადო კოდექსის 18.1, 18.10, 73.8, 73.9, 102.1, 161.1, 161.2, 161.7 მუხლებზე, 168.4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ შეფასებას საჭიროებს თვითმმართველი ერთეულისათვის საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ გადაცემის ბუნება.
- საქმე №ას-1161-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.03.2021
…ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის. შესაბამისად, მოპასუხე (როგორც საგადასახადო აგენტი) ვალდებული იყო მოსარჩელისათვის, როგორც გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული პირისათვის, დაექვითა საშემოსავლო გადასახადი; 32.8. საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ლიზინგით, უზუფრუქტით, იჯარით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით გაცემული ქონებიდან მიღებული შემოსავლები.
- საქმე №ბს-276(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.10.2020
…განსაზღვრა, გამოწერილი ინვოისის ღირებულება სრულად მოიცავს თუ არა გაწეული მომსახურების საკომპენსაციო თანხას. ვინაიდან „...ას“ მიერ იჯარით აღებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გამოყენება ხდება... კომპანია„ლ....-ის“ მიერ, შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სადავო ოპერაცია განხილულ იქნა დამფუძნებელზე გაწეულ უსასყიდლო მომსახურებად და მიწოდების ფასად განისაზღვრა თვითღირებულების (გადახდილი საიჯარო ქირები) თანხა.
- საქმე №ბს-1579(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.01.2020
- საქმე №ბს-1421(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.02.2019
- საქმე №ბს-617-613(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.02.2018
- საქმე №ას-306-291-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.05.2016
- საქმე №330310016001403171 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.07.2019
- საქმე №330310014668824 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.03.2019
- საქმე №330310017001814881 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.10.2018
- საქმე №330310014558484 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.07.2018
- საქმე №330310016001324014 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.07.2018
- საქმე №330310017001798874 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.07.2018
- საქმე №330310015001041547 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.03.2018
- საქმე №330310015001022310 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.03.2018
- საქმე №330310017001792762 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.07.2019
- საქმე №330310016001403171 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.08.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება