1. შემოსავლებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან, განეკუთვნება ნებისმიერი შემოსავალი ან სარგებელი, გარდა:
ა) პარტნიორთა შენატანებისა, რომლებიც ზრდიან იმ საწარმოს წმინდა აქტივს, რომელთა პარტნიორებიც არიან შენატანების განმახორციელებელი პირები;
ბ) დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით:
ბ.ა) ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველის მიერ დაზღვეული ფიზიკური პირისათვის გადახდილი სადაზღვევო ანაზღაურებისა;
ბ.ბ) დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველის მიერ დაზღვეული ფიზიკური პირისათვის გადახდილი სადაზღვევო ანაზღაურებისა, რომელიც არ აღემატება დამდგარი ზიანის ოდენობას;
ბ1) „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სავალდებულო დაზღვევის ცენტრის მიერ მზღვეველისგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ დაზარალებულისთვის (მესამე პირისთვის) ავტოსატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანის ისეთი ანაზღაურება, რომელიც დამდგარი ზიანის ოდენობას არ აღემატება;
გ) ამ კოდექსის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საკონტროლო შესყიდვის მიზნით შეძენილი საქონლისა და მომსახურების ღირებულებისა, აგრეთვე იმ პირის მიერ ფარულად მიღებული შემოსავალი ან სარგებელი, რომელიც ფარულად უწევს დახმარებას სისხლის სამართლის გამოძიების ორგანოებს.
დ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფოს მიერ თვითდასაქმებულის სასარგებლოდ მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანებისა;
ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სავალდებულო დაზღვევის ფარგლებში დამქირავებლის მიერ დაქირავებულის სასარგებლოდ სადაზღვევო პრემიის გადახდით მიღებული სარგებლისა.
2. პირის მიერ სხვა პირისაგან ქონების ან სარგებლის მიღების შემთხვევაში ერთობლივ შემოსავალში შესატანი ქონების ან სარგებლის ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით.
საქართველოს 2017 წლის 23
დეკემბრის
კანონი №1935
–
ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 21
ივლისის
კანონი №3308
–
ვებგვერდი, 06.08.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3608 – ვებგვერდი, 20.11.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 01.11.2023 კანონი №3608
- 14.07.2020 კანონი №6817
- 21.07.2018 კანონი №3308
- 23.12.2017 კანონი №1935
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-876(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2025
…„ი...ი“ (ს/ნ...). შპს „თეგ...ს“ ძირითადი საქმიანობაა...ის იჯარა და ლიზინგი. საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლის დაახლოებით 25-30% ფორმირებულია „თ...სგან“ მიღებული შემოსავლისგან, მათ შორის, 17% შეადგენს უშუალოდ „თ...ზე“ რეალიზაციას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემოსავლებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან, განეკუთვნება ნებისმიერი შემოსავალი ან სარგებელი (ამავე მუხლში მითითებული გამონაკლისების გარდა).
- საქმე №ბს-1132-1121(3კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2011
…საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, გამოსცენ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სს «...» მიმართ - საქართველოს საგადასახადო კოდექსის 103-ე მუხლის მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის გამოყენებული საზოგადოების მიმართ ამავე კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ნაწილში;
- საქმე №ას-1180-1045-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2011
ბანკის ¹166 ბრძანებით დამტკიცებულ «საქართველოს უნაღდო ანგარიშსწორების წესების» მე-3 მუხლის და იმ პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 103-ე მუხლის მოთხოვნებს, იგი გამოიწვევდა ბანკის მიმართ ამავე კოდექსის 143-ე მუხლით დადგენილი სანქციების დაწესებას.
- საქმე №330310017001779787 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.06.2019
…საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ პირის მიერ სხვა პირისაგან ქონების ან სარგებლის მიღების შემთხვევაში ერთობლივ შემოსავალში შესატანი ქონების ან სარგებლის ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება