1. ძირითადი საშუალებების მიმართ, გარდა საწარმოს კაპიტალში შეტანილისა, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, სრულად გამოქვითოს ამ აქტივების ღირებულება იმ საგადასახადო წელს, როდესაც ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შევიდა.
2. ძირითადი საშუალებების ღირებულების სრულად გამოქვითვის უფლების გამოყენების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია იგივე მეთოდი გამოიყენოს ყველა შემდგომი შესყიდული (წარმოებული) ძირითადი საშუალების მიმართ.
3. ძირითადი საშუალებების ღირებულების სრულად გამოქვითვის შემთხვევაში:
ა) აღნიშნული ძირითადი საშუალებები არ შეიტანება ამ კოდექსის 111-ე მუხლით გათვალისწინებული ჯგუფის ღირებულებით ბალანსში;
ბ) შემდგომში ასეთი აქტივების მიწოდებისას მიღებული ან/და მისაღები თანხები, ხოლო ასეთის არარსებობისას – საბაზრო ღირებულება დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ჩართვას.
4. ძირითადი საშუალებების ღირებულების სრულად გამოქვითვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს უფლება არ აქვს, არჩეული გამოქვითვის ნორმა შეცვალოს 5 წლის განმავლობაში. ამასთანავე, გამოქვითვის ასეთი ნორმის არჩევა უნდა მოხდეს იმ საგადასახადო წელს, როდესაც ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შევიდა.
5. ძირითადი საშუალებების ღირებულების სრულად გამოქვითვის უფლება არ ვრცელდება ისეთ ძირითად საშუალებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება ამორტიზაციას.
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5118 - ვებგვერდი, 31.10.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.10.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 13.10.2011 კანონი №5118
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-706(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.10.2024
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლზე, რომელიც ეხება ძირითად საშუალებათა მიხედვით საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვას.
- საქმე №ბს-297-295(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.06.2017
კასატორი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112.1 მუხლზე და აღნიშნავს, რომ მას რომ განეხორციელებინა აქტივის რეალიზაცია, როგორც ძირითადი საშუალების მიწოდება და ესარგებლა გამოქვითვის მეთოდით, სულ მცირე აქტივი ექსპლუატაციაში უნდა ჰქონოდა მიღებული.
- საქმე №080310017002036878 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 14.11.2019
…საბჭოს მიმართ და მოითხოვა: 1) გაუქმებული იქნას სსიპ შემოსავლების სამსახურის N3-- წინასწარი გადაწყვეტილება და ახალი წინასწარი გადაწყვეტილების მიღებით: - საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი „ბ“ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თ------ ა-----ეს მიეცეს აქტივების ღირებულების, დაკავშირებული ქ.
- საქმე №330310017001885092 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.04.2019
შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელს 2012 წლის პირველადი დეკლარაციით არჩეული ჰქონდა ძირითადი საშუალებების ამორტიზაციის წესით გამოქვითვის მეთოდი, ხოლო მეთოდის ცვლილება განახორციელა 2014 წლის მაისში (დაზუსტებული დეკლარაციის წარმოდგენის გზით), რისი უფლებაც არ გააჩნდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის მიხედვით. შესაბამისად, შემოწმების მიერ ძირითადი საშუალების გამოქვითვა განხორციელდა 2012-2015 წლებში ამორტიზაციის მეთოდით გამოქვითვის გზით ( სსკ-ის 111-ე მუხლი), რის მიხედვითაც დაკორექტირდა საზოგადოების გამოსაქვითი ხარჯები (ტომი I, ს.ფ.26-52;
- საქმე №080310017002036878 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2019
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის, მე-9 ნაწილის,,ბ’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიეცეს თ------ ა-----ეს აქტივების ღირებულების სრულად გამოქვითვის უფლება, დაკავშირებული ქ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება