1. ამ კოდექსის 111-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ თითოეულ ჯგუფში შემავალ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა დასაშვებია ყოველწლიურად, საანგარიშოს წინა საგადასახადო წლის ბოლოსთვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტამდე ოდენობით.
2. თანხა, რომელიც აღემატება ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ზღვრულ დონეს, ზრდის შესაბამისი ჯგუფის ღირებულებით ბალანსს.
3. ამ კოდექსის 112-ე მუხლით გათვალისწინებული საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვის უფლების გამოყენებისას რემონტის ხარჯები გამოიქვითება სრულად, ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვის გაუთვალისწინებლად.
4. იჯარით აღებულ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯები, თუ მისი ჩატარება ხელშეკრულების შესაბამისად გათვალისწინებული არ არის საიჯარო გადასახდელების შემცირების ხარჯზე, ექვემდებარება ძირითად საშუალებათა მიმღებთან კაპიტალიზებას და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის ქმნის ცალკე ჯგუფს, რომლის დროსაც:
ა) გაწეული ხარჯები ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ამ კოდექსით ძირითად საშუალებათა მიმართ დადგენილი ამორტიზაციის ნორმების მიხედვით, 15 პროცენტის ოდენობით;
ბ) ხელშეკრულების ვადის გასვლის ან ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, თუ ხორციელდება ძირითადი საშუალების მეიჯარისთვის დაბრუნება, აღნიშნული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლდება და დარჩენილი თანხა ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება. ამასთანავე, ძირითადი საშუალების მეიჯარისთვის დაბრუნება არ ითვლება მიწოდებად.
5. (ამოღებულია - 26.12.2013, №1886).
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6212 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2013 წლის
26 დეკემბრის კანონი №1886
- ვებგვერდი, 30.12.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.12.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 26.12.2013 კანონი №1886
- 15.05.2012 კანონი №6212
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ბს-1047(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.06.2025
8) რემონტის სახით გამოქვითული მასალების ღირებულებებს შორის გამოვლინდა სხვაობა, რაც გამოწვეულია შემდეგი გარემოებით: გადამხდელის მიერ გაწეულია ძირითადი საშუალებების სარემონტო სამუშაოები, რომელიც გამოქვითული აქვს როგორც საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ასევე ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.
- საქმე №ბს-706(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.10.2024
…საშუალებათა (გარდა ძირითადი საშუალებებისა, რომლებიც ამორტიზაციას არ ექვემდებარება) ღირებულებით; ბ.ბ) საანგარიშო საგადასახადო წლის განმავლობაში ძირითად საშუალებებზე გაწეული რემონტის ხარჯების ზღვრული დონის ზემოთ არსებული თანხით, ამ კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლზე, რომელიც ეხება ძირითად საშუალებათა მიხედვით საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვას.
- საქმე №ბს-890(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.05.2020
დარიცხვის საფუძვლად საგადასახადო ორგანომ მიუთითა საგადასახადო კოდექსის 115.4 მუხლი და 161.1 მუხლის "ვ" ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად იჯარით აღებული ქონების კეთილმოწყობის ჯგუფის ნარჩენი ღირებულება 145 722 ლარი დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.
- საქმე №330310017001885092 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.04.2019
…საშუალებათა (გარდა ძირითადი საშუალებებისა, რომლებიც ამორტიზაციას არ ექვემდებარება) ღირებულებით; ბ.ბ) საანგარიშო საგადასახადო წლის განმავლობაში ძირითად საშუალებებზე გაწეული რემონტის ხარჯების ზღვრული დონის ზემოთ არსებული თანხით, ამ კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. ამავე კოდექსის 112-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების თანხმად, ძირითადი საშუალებების მიმართ, გარდა…
- საქმე №330310018002467189 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.01.2020
სასამართლომ მიუთითა საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2005 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებაზე (№2/2/275,291,296,299 საქმე), სადაც აღნიშნულია, რომ 1997 წლის საგადასახადო კოდექსის 115.2-ე მუხლში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა განმარტებულია, როგორც დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დღგ-ს გადახდევინების ფაქტი, რაც გამომდინარეობს ანგარიშ-ფაქტურაში ასახული იმ მონაცემებით, რის ჩამონათვალსაც შეიცავს დასახელებული მუხლი.
- საქმე №ბს-589-584(2კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2011
- საქმე №ბს-191-184(4კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.02.2011
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება