მეიჯარემ საიჯარო ქონება მოიჯარეს უნდა გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოყენებისათვის ვარგის მდგომარეობაში და შეინარჩუნოს იგი ამ მდგომარეობაში იჯარის მთელი ვადის მანძილზე. მოიჯარემ საკუთარი ხარჯებით უნდა განახორციელოს ქონების მიმდინარე რემონტი, შეაკეთოს საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები, გზები, თხრილები, მილები, ღობეები. იგი ვალდებულია იჯარით აღებული ქონება გამოიყენოს სამეურნეო დანიშნულები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 595. საიჯარო ქონების მდგომარეობა. მისი რემონტი
სამოქალაქო კოდექსის 595-ე მუხლი · სკ 595
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-1470-2020
…(ქონება) ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისგან სწორი სამეურნეო გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით ნაყოფის მიღება, ხოლო მოიჯარის ვალდებულება შეთანხმებული საზღაურის გადახდაა ( სსკ-ის 581-ე მუხლი) (სუსგ №ას-294-294-2018, 08.05.2018წ.). 9. სსკ-ის 595-ე მუხლი ითვალისწინებს მეიჯარის ვალდებულებას გადასცეს მოიჯარეს საიჯარო ქონება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოყენებისათვის ვარგის მდგომარეობაში და შეინარჩუნოს იგი ამ მდგომარეობაში იჯარის მთელი ვადის მანძილზე.
- საქმე №ას-1229-2019
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 592-ე, 595-ე, 399-ე მუხლებით და განმარტა, რომ იჯარის საგანი უნდა იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში.
- საქმე №ას-1499-1419-2017
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსის 595-ე მუხლის თანახმად, საიჯარო ქონების მიმდინარე მოვლა-რემონტის ხარჯები ეკისრებოდა მოიჯარეს და ეს ხარჯები კომპენსირებას არ ექვემდებარება, რაც შეეხება 598-ე მუხლის დებულებას კაპიტალური ხარჯების თაობაზე, მათი გაწევის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს.
- საქმე №ას-184-177-2016
ნივთობრივი ნაკლის შეფასებისას უპირატესობა ენიჭება მხარეთა შეთანხმებას, კერძოდ, სსკ-ის 595-ე მუხლის (მეიჯარემ საიჯარო ქონება მოიჯარეს უნდა გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოყენებისათვის ვარგის მდგომარეობაში) თანახმად, იჯარის საგნის ხარისხის განმსაზღვრელია მისი შესაბამისობა იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქმიანობასთან.
- საქმე №ას-845-896-2011
…განსაზღვრეს საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტის პირობები, რომელიც დაადასტურეს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით. ხელშეკრულებითვე განისაზღვრა, რომ მოიჯარე საიჯარო ქონებას გამოიყენებდა ავტოსამრეცხაოდ, სავაჭრო ობიექტად. სამოქალაქო კოდექსის 595-ე მუხლის თანახმად, მეიჯარე ვალდებულია, მოიჯარეს გადასცეს საიჯარო ქონება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში, რათა შეიძლებოდეს მისი დანიშნულებით გამოყენება.
- საქმე №ბს-802-686-კ-04
- საქმე №3კ/577-02
- საქმე №340210016001535720
- საქმე №330210016001435268
- საქმე №180310016001563087
- საქმე №080210017001780563
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 589. იჯარის უვადო ხელშეკრულების მოშლა
- მუხლი 590. ხელშეკრულების მოშლა მოიჯარის გარდაცვალების გამო
- მუხლი 591. ზიანის ანაზღაურება საიჯარო ქონების დაუბრუნებლობისას
- მუხლი 592. ცნება
- მუხლი 593. ხელშეკრულების ფორმა
- მუხლი 594. საიჯარო ქონების ნუსხა
- მუხლი 596. გირავნობის უფლება ნაყოფზე
- მუხლი 597. საიჯარო ქირის შემცირების მოთხოვნა
- მუხლი 598. აუცილებელი კაპიტალური ხარჯების ანაზღაურების მოვალეობა
- მუხლი 599. მეიჯარის თანხმობით გაწეული ხარჯების ანაზღაურება
- მუხლი 600. აუღებელი მოსავლის ანაზღაურება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 595, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-595/