მხარეებმა საიჯარო ურთიერთობის დაწყებისას ერთობლივად უნდა შეადგინონ საიჯარო ქონების ნუსხა, რომელშიც აღინიშნება მისი ოდენობა და მდგომარეობა იჯარით გადაცემის მომენტისათვის. იგივე წესი გამოიყენება საიჯარო ურთიერთობის დამთავრებისას. ნუსხას ხელს უნდა აწერდეს ორივე მხარე და მითითებულ უნდა იქნეს მისი შედგენის თარიღ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 594. საიჯარო ქონების ნუსხა
სამოქალაქო კოდექსის 594-ე მუხლი · სკ 594
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-1499-1419-2017
სასამართლომ წერილობითი ხელშეკრულების არარსებობის პირობებში, ივარაუდა, რომ მხარეთა შორის იყო ზეპირად დადებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა და არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 593-ე მუხლი, თუმცა, არ უხელმძღვანელია ამავე კოდექსის 594-ე მუხლის იმპერატიული დებულებით მხარეთა მიერ ერთობლივი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თაობაზე.
- საქმე №ბს-19-18(კ-17)
თუ ეს ფორმა არ არის დაცული, მაშინ ივარაუდება, რომ ხელშეკრულება დადებულია განუსაზღვრელი ვადით, თუმცა ამავე კოდექსის 594-ე მუხლის მიხედვით, მხარეებმა საიჯარო ურთიერთობის დაწყებისას ერთობლივად უნდა შეადგინონ საიჯარო ქონების ნუსხა, რომელშიც აღინიშნება ქონების ოდენობა და მდგომარეობა იჯარით გადაცემის მომენტისათვის.
- საქმე №ას-1819-1793-2011
რ-ის” მითითება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 594-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც ”თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდგომ არ დააბრუნებს იჯარით აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს…
- საქმე №ბს-46-44(კ-07)
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 592-ე, 593-ე და 594-ე მუხლები, არასწორად გამოიყენა “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულება, ამასთან, არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
- საქმე №ბს-154-145(კ-06)
…ხელშეკრულება დაიდო 2000 წლის 21 თებერვალს. სამოქალაქო კოდექსის 591-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარაზე ვრცელდებოდა იჯარის წესები, თუ სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარისათვის სხვა რამ არ იყო დადგენილი. ამავე კოდექსის 594-ე მუხლის თანახმად, მხარეებს საიჯარო ურთიერთობების დაწყებისას ევალებოდათ საიჯარო ქონების ნუსხის ერთობლივად შედგენა, რომელშიც აღინიშნებოდა ქონების ოდენობა და მდგომარეობა იჯარით გადაცემის მომენტისათვის.
- საქმე №3გ/ად-520-კ-02
- საქმე №3კ/1382-02
- საქმე №3გ-ად-168-კ-01
- საქმე №3გ/ად-18-კ
- საქმე №340210016001535720
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 588. საიჯარო ქონების უკან დაბრუნება ვადამდე
- მუხლი 589. იჯარის უვადო ხელშეკრულების მოშლა
- მუხლი 590. ხელშეკრულების მოშლა მოიჯარის გარდაცვალების გამო
- მუხლი 591. ზიანის ანაზღაურება საიჯარო ქონების დაუბრუნებლობისას
- მუხლი 592. ცნება
- მუხლი 593. ხელშეკრულების ფორმა
- მუხლი 595. საიჯარო ქონების მდგომარეობა. მისი რემონტი
- მუხლი 596. გირავნობის უფლება ნაყოფზე
- მუხლი 597. საიჯარო ქირის შემცირების მოთხოვნა
- მუხლი 598. აუცილებელი კაპიტალური ხარჯების ანაზღაურების მოვალეობა
- მუხლი 599. მეიჯარის თანხმობით გაწეული ხარჯების ანაზღაურება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 594, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-594/