მუხლი 591. ზიანის ანაზღაურება საიჯარო ქონების დაუბრუნებლობისას
სამოქალაქო კოდექსის 591-ე მუხლი · სკ 591
თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს იჯარით აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის; მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც.
თავი მეექვსე
სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(74)
საქმე №ას-199-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.03.2026
ერთ-ერთ საქმეში საკასაციო პალატამ განმარტა, რომ იჯარის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ მოიჯარის მიერ საიჯარო ქონების ფლობისა და მისი დაბრუნების დაყოვნების ფაქტზე (მოთხოვნის წარმომშობ ფაქტზე) მითითება ( სსკ-ის 591-ე მუხლი) ევალება მოსარჩელეს (მეიჯარეს), ხოლო მითითებული ფაქტის გაქარწყლების ვალდებულება კი, მოიჯარის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს ( სსკ-ის 602-ე მუხლი) (შედ.
საქმე №ას-327-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2025
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 591-ე მუხლით დადგენილია საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ, იჯარის საგნის უკან დაბრუნების დაყოვნებისათვი მოიჯარის მიერ ზიანის სახით საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება და მისი მიზანი მეიჯარის ინტერესების დაცვაა.
საქმე №ას-1496-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.04.2025
იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული] და 591-ე მუხლებს [თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს იჯარით აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის;
საქმე №ას-801-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.03.2025
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 327-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 581-ე, 531-ე, 567-ე, 591-ე მუხლებზე, 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 317-ე მუხლზე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე. პალატის მითითებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა 13 831.38 ლარის გადახდა.
საქმე №ას-562-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.11.2024
…საგანი ნაცვლად 2019 წლის 17 იანვრის ჩათვლით პერიოდისა, რეალურად დაუბრუნდათ 2019 წლის 25 თებერვალს, ანუ 1 თვისა და 7 დღის დაგვიანებით, რის გამოც არსებობს საიჯარო ქირის გადახდევინების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სკ 591-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა - იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ საიჯარო ქონების დაბრუნების დაყოვნება.
საქმე №ას-153-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2024
საქმე №ას-211-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2024
საქმე №ას-687-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.12.2023
საქმე №ას-1082-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.11.2023
საქმე №ას-754-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2023
საქმე №ას-814-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.09.2023
საქმე №ას-414-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.09.2023
საქმე №ას-1200-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2023
საქმე №ას-1227-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2022
საქმე №ას-463-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2022
საქმე №ას-1052-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.09.2022
საქმე №ას-1170-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.03.2022
საქმე №ას-24-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.03.2022
საქმე №ას-631-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2021
საქმე №ას-19-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2020
საქმე №ას-1213-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2020
საქმე №ას-935-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2019
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 591, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-591/