1. თუ მიწის ნაკვეთის ან უფლების იჯარისას არ არის განსაზღვრული იჯარის ვადა, მაშინ ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ საიჯარო წლის ბოლოსათვის; იგი შეიძლება მოიშალოს საიჯარო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
2. ეს წესები გამოიყენება მაშინაც, როცა საიჯარო ურთიერთობა შეიძლება მოიშალოს კანონით დადგენილ ვადაზე ადრ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
- საქმე №ას-69-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2025
კასატორმა მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 589-ე მუხლი და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოიჯარე ჯეროვნად ვერ ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, მოპასუხის მიერ აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა;
- საქმე №ბს-916(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2024
…საიჯარო ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე. მოცემულ შემთხვევაში სკ-ის 559-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე იჯარის ხელშეკრულება დადებულია განუსაზღვრელი ვადით. სკ-ის 589-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთის ან უფლების იჯარისას არ არის განსაზღვრული იჯარის ვადა, მაშინ ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ საიჯარო წლის ბოლოსათვის, იგი შეიძლება მოიშალოს საიჯარო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
- საქმე №ას-1635-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2020
…ნებისმიერ დროს, რის შესახებაც ერთი მხარე მეორეს აცნობებს 3 თვით ადრე, წერილობით). 11.2. სასამართლოს მოსაზრებით, იჯარის ხელშეკრულებების შეწყვეტის შესაძლებლობას არ გამორიცხავდა არც ხსენებული ხელშეკრულებების 13.3 პუნქტის და არც სსკ-ის 589-ე მუხლის შინაარსი, როგორც ამაზე მოპასუხემ მიუთითა. დასახელებული 13.3. პუნქტი ხელშეკრულების შეწყვეტის ზოგად საფუძვლებზე მიუთითებდა, სადაც ერთ-ერთ პირობად მხარეთა შეთანხმება განიხილებოდა, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მხარეთა შეთანხმება, თავის მხრივ, 15.5 პუნქტში განისაზღვრა.
- საქმე №ას-860-803-2017(b) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.12.2017
…ფარგლებშიც მეიჯარე ჩაანაცვლა სახელმწიფომ, ასევე, სწორად შეწყდა თუ არა იჯარის ხელშეკრულება მხარეთა შორის (სკ-ის 581-ე-591-ე მუხლებით დასაშვებად მიიჩნევა იჯარის ზეპირი ფორმით არსებობა და ამგვარი ხელშეკრულების მოშლის წესს ადგენს ამავე კოდექსის 589-ე მუხლი, ამასთანავე, 581-ე (2) და 572-ე მუხლების შესაბამისად, რეგულირებულია იჯარის ხელშეკრულებაში უფლებამონაცვლეობის საკითხი).
- საქმე №ბს-835-797(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.02.2008
ანალოგიური შინაარსისაა სამოქალაქო კოდექსის 589-ე მუხლიც, რომელიც იჯარის ხელშეკრულების უმოტივაციო მოშლის აუცილებელ პირობად აწესებს ბოლო საიჯარო წლის დადგომას.
- საქმე №ბს-895-481(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.11.2005
- საქმე №ას-868-1494-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.05.2004
- საქმე №3გ-ად-30-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.06.2003
- საქმე №330210119002990003 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 01.11.2019
- საქმე №330310016001611810 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.04.2019
- საქმე №190310016001482552 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.03.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება