1. მიწის ნაკვეთის მოიჯარეს აქვს გირავნობის უფლება მის მფლობელობაში არსებულ ინვენტარზე მეიჯარის მიმართ წაყენებული იმ მოთხოვნებისათვის, რომლებიც შეეხება იჯარით მიღებულ ინვენტარს.
2. მეიჯარეს შეუძლია თავიდან აიცილოს მოიჯარის უფლება გირავნობაზე, თუ წარადგენს უზრუნველყოფის სხვა საშუალებას. მას შეუძლია ინვენტარის ყოველი ნაწილი დაიხსნას გირავნობის უფლებისაგან იმით, რომ შესთავაზოს ამ ნაწილების ღირებულების შესაბამისი უზრუნველყოფის საშუალებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-904-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2025
კანონისმიერი გირავნობის სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებია: გირავნობის უფლება დამქირავებლის ნივთებზე ( სსკ 568-ე მუხლი), გირავნობის უფლება საიჯარო ინვენტარზე ( სსკ 586-ე მუხლი), გირავნობის უფლება ნაყოფზე ( სსკ 596-ე მუხლი), გირავნობის უფლება მენარდის მიერ დამზადებულ მოძრავ ნივთზე ( სსკ 634-ე მუხლი), გირავნობის უფლება ტვირთზე…
- საქმე №ას-483-457-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.09.2012
სამოქალაქო კოდექსის 267-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 568-ე, 586-ე, 596-ე, 634-ე, 685-ე და 796-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოგირავნეს აქვს გირავნობის საგნიდან თავისი მოთხოვნების უპირატესი დაკმაყოფილების უფლება ყველა სხვა მოგირავნესთან შედარებით.
- საქმე №330210119002874133 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.10.2019
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 581-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 586-ე მუხლები 7. სამართლებრივი შეფასება 7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება