1. თუ მიწის ნაკვეთი იჯარით გაიცემა ინვენტართან ერთად, მაშინ მოიჯარე პასუხს აგებს ინვენტარის ყოველი ნაწილის მოვლა-პატრონობისათვის.
2. მეიჯარე ვალდებულია გამოცვალოს ინვენტარის ის ნაწილები, რომლებიც გამოუსადეგარი გახდა მოიჯარისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. მოიჯარე მოვალეა შეავსოს ინვენტარს მიკუთვნებული პირუტყვის დანაკარგი, მიუხედავად მეურნეობის სწორი გაძღოლისა.
3. მოიჯარემ ინვენტარი ისეთ მდგომარეობაში უნდა იქონიოს და იჯარის დროის განმავლობაში იმ მოცულობით შეავსოს, რომელიც შეესაბამება მოწესრიგებულ მეურნეობას. მის მიერ შეძენილი ცალკეული ინვენტარი საერთო ინვენტართან შეერთებით მეიჯარის საკუთრებად იქცევ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ას-1851-2018(b) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.05.2019
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 583-ე მუხლზე და დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 4 ოქტომბერს მხარეებმა საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით ჩაატარეს მ–ის ქ.
- საქმე №ას-8-8-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.05.2016
…გადაცემულ სიკეთეზე, თუმცა, ხელშეკრულების ვადის განმავლობაში მისი არაპირდაპირი მფლობელი ხდება, ხოლო ქონების პირდაპირ მფლობელობას ახორციელებს მოიჯარე, რომლის ეკონომიკური ინტერესი გადაცემული ქონების შედეგად შემოსავლის მიღებაა. სამოქალაქო კოდექსის 583-ე მუხლის ძალით იჯარის საგნის მფლობელს ეკისრება ნივთების გონივრული, ამ სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის დამახასიათებელი (სარგებლის მიღების მიზანი) სარგებლობის ვალდებულება, მისი მოვლა-პატრონობა, შესაბამისად, ინვენტარის შემთხვევითი დაღუპვისა თუ დაზიანების რისკიც ქონების მიმღებს აწევს.
- საქმე №ას-499-472-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.05.2012
სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის, ამავე კოდექსის 583-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების ანალიზიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ ო. ჯ-ას, როგორც მოიჯარეს ცალსახად ეკისრებოდა მისთვის იჯარის საგანთან ერთად გადაცემული მანქანა-დანადგარების მოვლა-პატრონობის ვალდებულება.
- საქმე №080210115001110493 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 26.06.2018
…ოდენობაა, აღნიშნულ თანხაზე ზიანის გონივრულ ოდენობად მიჩნეული უნდა იქნეს მიუღებელი თანხების 4400 ლარის და 3975 ლარის, ჯამში - 8375 ლარის წლიური 7%- 586.25 ლარი, 2013 წლის 05 იანვრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე; 4.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 583-ე მუხლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთი იჯარით გაიცემა ინვენტართან ერთად, მაშინ მოიჯარე პასუხს აგებს ინვენტარის ყოველი ნაწილის მოვლა-პატრონობისათვის.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება