1. იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.
2. იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581 – 606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრულ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
წინა რედაქცია (16.12.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 581. ცნება 1. იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. 2. იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581 _– 606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.განსაზღვრულ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(517)
საქმე №ას-90-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.06.2026
სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 581-ე მუხლები, აგრეთვე ყურადღება მიაპყრო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 582-ე მუხლში განხორციელებულ ცვლილებების კანონპროექტის განმარტებით ბარათს, რომლის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 582-ე მუხლის მოქმედი რედაქციით ჩამოყალიბების მიზეზს საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობა წარმოადგენდა.
საქმე №ას-315-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.04.2026
საიჯარო ქირა თანაბარწილად ყოველ 6 თვეში ერთხელ, არაუგვიანეს ყოველი ექვსთვიანი პერიოდის გასვლის უკანასკნელ დღეს უნდა გადახდილიყო (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 581-ე მუხლი). 4.4. საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო საიჯარო ქირის 0.1%-ით განისაზღვრა, მაგრამ არანაკლებ 5 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო სხვა ვალდებულებების (გარდა სარგებლობის ქირის) დარღვევის შემთხვევაში, 100 ლარით (იხ.
საქმე №ას-1275-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2026
…ამ მიზნით მის მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონების შეფასების ანგარიში ქონების იჯარით გაცემის შედეგად მისაღებ ანაზღაურებას შეეხება, რაც ქირავნობისგან განსხვავებული სამართლებრივი ბუნების მქონე ხელშეკრულებაა (სსკ-ის 531-ე და 581-ე მუხლები) და ქირავნობის ხელშეკრულების პირობებში დამქირავებლის მიერ გადასახდელ საფასურთან იდენტური ვერ იქნება.
საქმე №ას-199-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.03.2026
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581.1, 587-ე მუხლებით და დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ იჯარის ხელშეკრულების ნამდვილობისთვის მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო არ არის, ვინაიდან იგი შეიძლება დაიდოს, როგორც ზეპირად, ისე წერილობითი ფორმით.
საქმე №ას-1151-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2026
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581.1, 582.2, 562.1, 562.2 მუხლებით და გაიზიარა აპელანტის შედავება სსკ-ის 562.2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის განსახილველ სამართალურთიერთობაზე გავრცელების არარელევანტურობის თაობაზე.
საქმე №ას-746-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2025
საქმე №ბს-102(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.11.2025
საქმე №ას-701-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
საქმე №ას-622-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2025
საქმე №ას-316-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.09.2025
საქმე №ბს-81(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.07.2025
საქმე №ბს-1210(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2025
საქმე №ბს-1302(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2025
საქმე №ას-1496-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.04.2025
საქმე №ას-801-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.03.2025
საქმე №ას-1044-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2025
საქმე №ას-1217-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2025
საქმე №ას-1658-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2025
საქმე №ას-391-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.12.2024
საქმე №ას-902-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2024
საქმე №ას-930-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.11.2024
საქმე №ას-562-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.11.2024
საქმე №ბს-916(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2024
საქმე №ას-837-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.10.2024
საქმე №ას-844-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2024
საქმე №ას-236-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.10.2024
საქმე №ას-983-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.09.2024
საქმე №ას-938-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.09.2024
საქმე №ას-1398-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
საქმე №ას-634-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.07.2024
საქმე №ას-153-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2024
საქმე №ას-639-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2024
საქმე №ას-341-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2024
საქმე №ას-211-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2024
საქმე №ბს-872(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.04.2024
საქმე №ას-1632-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2023
საქმე №ას-1632-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2023
საქმე №ას-963-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2023
საქმე №ას-1082-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.11.2023
საქმე №ას-807-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.10.2023
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 517-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 581, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-581/