1. თუ მიწის ნაკვეთის მოიჯარე ინვენტარს მიიღებს შეფასებით და იკისრებს ვალდებულებას, იჯარის ხელშეკრულების დამთავრებისას შეფასებითვე დააბრუნოს უკან, მაშინ მას ეკისრება შემთხვევით დაღუპვისა და გაფუჭების რისკი. მეურნეობის სწორი გაძღოლის ფარგლებში მას შეუძლია ინვენტარის ცალკეული ნაწილების განკარგვა.
2. იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლისას მოიჯარემ უნდა დაუბრუნოს მეიჯარეს ინვენტარი. მეიჯარეს შეუძლია უარი თქვას მოიჯარის მიერ შეძენილი ინვენტარის მიღებაზე, თუ იგი მიწის ნაკვეთზე სწორი მეურნეობის გაძღოლისათვის ზედმეტია ან მეტად ძვირია; უარის თქმასთან ერთად მიუღებელ ინვენტარზე საკუთრების უფლება გადადის მოიჯარეზე. თუკი არსებობს სხვაობა მიღებული და დაბრუნებული ინვენტარის შეფასებებს შორის, ეს სხვაობა ფულით უნდა ანაზღაურდეს. შეფასებას საფუძვლად უნდა დაედოს ის ფასები, რომლებიც მოქმედებდა იჯარის ხელშეკრულების დასრულების მომენტისათვი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-8-8-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.05.2016
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ იჯარის ხელშეკრულების ერთ-ერთ მახასიათებელ თვისებას წარმოადგენს მოიჯარის ვალდებულება, ხელშეკრულების ამოწურვის შემდგომ გარიგების საგანი პირდაპირ მფლობელობაში დაუბრუნოს მეიჯარეს ( სკ-ის 584-ე მუხლი). ამ ურთიერთობისათვის კანონი იმპერატიულ დანაწესს ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებით არ ადგენს.
- საქმე №3გ/ად-30-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2000
…დაცვით გაფორმებული ყოველგვარი საიჯარო ხელშეკრულება ჩაითვალა კანონიერად. 1994 წლის 1 მაისის ¹ 1 საიჯარო ხელშეკრულება მოქმედებდა და სრულდებოდა 5 წლის განმავლობაში და მისი დადების კანონიერება არც ერთ მხარეს სადაოდ არ გაუხდია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 584 მუხლის მე-2 ნაწილის და 572-ე მუხლის შესებამისად საიჯარო ქონების გასხვისების შემთხვევაშიEკი შემძენი იკავებს მეიჯარის ადგილს და მასზე გადადის საიჯარო ურთიერთობიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები.
- საქმე №330210119002990003 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 01.11.2019
19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 561-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის ვადა შეადგენს სამ თვეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმის გარემოებებიდან ან მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. 20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 584-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლისას, მოიჯარემ უნდა დაუბრუნოს მეიჯარეს ინვენტარი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება