1. ლიზინგის მიმღებმა სათანადოდ უნდა მოუაროს ლიზინგის საგანს, უნდა გამოიყენოს ის მიზნობრივად, იმ დანიშნულებით, რომლითაც, ჩვეულებრივ, ამ ქონებას იყენებენ, და უნდა შეინარჩუნოს ის ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ჩაიბარა, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით.
2. თუ ლიზინგის ხელშეკრულება განსაზღვრავს ლიზინგის საგნის სათანადო მოხმარების ვალდებულებას ანდა მწარმოებელი ან მიმწოდებელი ადგენს ქონების მოხმარების წესებს, ლიზინგის მიმღების ლიზინგის საგნის სათანადო მოხმარების ვალდებულებასთან ან ქონების მოხმარების წესებთან შესაბამისობა ჩაითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ლიზინგის მიმღების ვალდებულების შესრულებად.
3. ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის მიმღები, თუ ის არ იყენებს ქონებას ან არ აქვს უფლება, შეიძინოს ქონება ან ლიზინგით დაიტოვოს ის დამატებითი ვადით, ვალდებულია ქონება დაუბრუნოს ლიზინგის გამცემს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ მდგომარეობაში.
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5119 - ვებგვერდი, 31.10.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.10.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 13.10.2011 კანონი №5119
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №ას-1712-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის, 5804 მუხლის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულების საგანი არის ქონება, ჩვეულებრივ – ნივთი და ლიზინგის მიმღების ძირითადი ინტერესი ამ ქონებით სარგებლობა და სარგებლობისათვის ქირის გადახდაა.
- საქმე №100210018002245053 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 22.04.2019
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის, 5804 მუხლის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულების საგანი არის ქონება, ჩვეულებრივ – ნივთი და ლიზინგის მიმღების ძირითადი ინტერესი ამ ქონებით სარგებლობა და სარგებლობისათვის ქირის გადახდაა.
- საქმე №100210018002245053 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 05.09.2018
…ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით... 4.13. ამავე კოდექსის 5804-ე მუხლის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის მიმღები, თუ ის არ იყენებს ქონებას ან არ აქვს უფლება, შეიძინოს ქონება ან ლიზინგით დაიტოვოს ის დამატებითი ვადით, ვალდებულია ქონება დაუბრუნოს ლიზინგის გამცემს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ მდგომარეობაში.
- საქმე №231210119003008252 · შუახევის მაგისტრატი სასამართლო · 03.10.2019
…მიმღები სრულად და ჯეროვნად შეასრულებს შპს,,მ-----“-ს წინაშე არსებულ ვალდებულებებს. 6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. იმავე კოდექსის 5804-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის მიმღებმა სათანადოდ უნდა მოუაროს ლიზინგის საგანს, შეინარჩუნოს ის ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ჩაიბარა, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით.
- საქმე №020210019002923442 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 04.04.2019
…ვალდებულება, რის გამოც შპს „სა---------–-------–-----------------ამ“ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულების მოქმედება და ლიზინგის მიმღებს მოსთხოვა ლიზინგის საგნის დაბრუნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 5804-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მხარეთა შორის გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულების N T-------------- 15.2.3. და 7.2.11 პუნქტების საფუძველზე.
- საქმე №820210017001980487 · ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო · 13.09.2018
- საქმე №060210918002252697 · სამტრედიის რაიონული სასამართლო · 11.01.2018
- საქმე №060210918002252696 · სამტრედიის რაიონული სასამართლო · 11.01.2018
- საქმე №060210918002247270 · სამტრედიის რაიონული სასამართლო · 09.01.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება