1. თუ ქონება ლიზინგის მიმღებს არ მიეწოდა, მიეწოდა ვადაგადაცილებით ან ის არ შეესაბამება ლიზინგის ხელშეკრულების პირობებს, ლიზინგის მიმღებს უფლება აქვს, არ მიიღოს ქონება და მიმწოდებლისგან მოითხოვოს იმგვარი ქონება, რომელიც ხელშეკრულების პირობების შესაბამისი იქნება, ან/და მოითხოვოს მისგან ზიანის ანაზღაურება.
2. ქონების მიწოდების პირობების დარღვევისას ქონების დაღუპვის ან დაზიანების რისკი რჩება მიმწოდებელზე, ამ კოდექსის 5805
მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5119 - ვებგვერდი, 31.10.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.10.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 13.10.2011 კანონი №5119
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-343-328-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.06.2016
სსკ-ის 5801 და 5803 მუხლების დანაწესი ამ სახის ზიანზე პასუხისმგებელ პირად ცალსახად განიხილავს ლიზინგის საგნის მიმწოდებელ პირს.
- საქმე №020210018002726919 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 20.08.2019
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 580-ე მუხლის 1 ნაწილისა და 5801 მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, კი ლიზინგის ხელშეკრულებით ვალდებულების წარმოშობის საფუძველი და ამ ხელშეკრულების მიზანი, სწორედ სარგებლობაში ქონების გადაცემა და მოსარგებლის მიერ მისი მიღებაა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება