1. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ:
ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება;
ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.
2.
მიმწოდებელი
შეიძლება
იმავდროულად
იყოს
ლიზინგის გამცემი,თუ
მიმწოდებლის
ჩვეულებრივი
საქმიანობა
არის
ქონების
მიწოდება
ან
ქონების
ლიზინგით
გაცემა
. ქონება შეიძლება შეძენილ იქნეს ასევე ლიზინგის მიმღებისგან.
3. ლიზინგით გაცემული ქონება ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას განმეორებით შეიძლება გაიცეს ლიზინგით
, მაგრამ
იმისათვის
, რომ
მასზე
გავრცელდეს ამ თავის დებულებები
, ლიზინგის
გამცემმა
უნდა
მოიპოვოს
ლიზინგის
მიმღებისგან
ქონების
დამოუკიდებელი
შერჩევის
დადასტურება
.
4. ლიზინგის საგანი არ შეიძლება იყოს ფული, ფასიანი ქაღალდი, წილი ან პაი სამეწარმეო საზოგადოებაში.
5. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი და ლიზინგის დაფინანსების თანხის გაცემის შედეგად ლიზინგის მიმღების ჯამური ვალდებულებები ამავე ლიზინგის გამცემის მიმართ 200 000 (ორასი ათას) ლარზე ნაკლებია, ლიზინგის გამცემის მიერ საზღაურის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული.
6. თუ ლიზინგის გამცემი მეწარმეა, ლიზინგის გაცემისას ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთანავე, ლიზინგის გამცემი ვალდებულია დაიცვას ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები საკომისიოსთან, ფინანსურ ხარჯთან, პირგასამტეხლოსთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით. ამ მიზნებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გამოთვლის წესი.
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5119 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
საქართველოს 2018 წლის 21
ივლისის
კანონი №3315
–
ვებგვერდი, 07.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4104 – ვებგვერდი, 10.01.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 22.12.2018 კანონი №4104
- 21.07.2018 კანონი №3315
- 13.10.2011 კანონი №5119
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 576. ცნება 1. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია. 2. მიმწოდებელი შეიძლება იმავდროულად იყოს ლიზინგის გამცემი, თუ მიმწოდებლის ჩვეულებრივი საქმიანობა არის ქონების მიწოდება ან ქონების ლიზინგით გაცემა . ქონება შეიძლება შეძენილ იქნეს ასევე ლიზინგის მიმღებისგან. 3. ლიზინგით გაცემული ქონება ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას განმეორებით შეიძლება გაიცეს ლიზინგით , მაგრამ იმისათვის , რომ მასზე გავრცელდეს ამ თავის დებულებები , ლიზინგის გამცემმა უნდა მოიპოვოს ლიზინგის მიმღებისგან ქონების დამოუკიდებელი შერჩევის დადასტურება . 4. ლიზინგის საგანი არ შეიძლება იყოს ფული, ფასიანი ქაღალდი, წილი ან პაი სამეწარმეო საზოგადოებაში. 5. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი და ლიზინგის დაფინანსების თანხათანხის (ლიზინგისგაცემის საზღაურშიშედეგად შემავალილიზინგის ყველამიმღების დამატებითიჯამური გადასახდელისავალდებულებები დაამავე ხარჯისლიზინგის გარეშე)გამცემის 100მიმართ 200 000 (ასი(ორასი ათას) ლარზე ნაკლებია, ლიზინგის გამცემის მიერ ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან) საზღაურის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული. 6. თუ ლიზინგის გამცემი მეწარმეა, ლიზინგის გაცემისას ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთანავე, ლიზინგის გამცემი ვალდებულია დაიცვას ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები საკომისიოსთან, ფინანსურ ხარჯთან, პირგასამტეხლოსთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით. ამ მიზნებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გამოთვლის წესი.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(241)
- საქმე №ას-472-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.06.2026
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 417-ე-418-ე მუხლებით, ამავე კოდექსის 576-ე მუხლით და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხემ არ შეასრულა სალიზინგო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი…
- საქმე №ას-1337-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილი /თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი…
- საქმე №ას-886-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2025
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მხარეთა შორის წარმოშობილია ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც მოწესრიგებულია სსკ-ის 576-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით…
- საქმე №ბს-1210(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2025
სააპელაციო პალატამ მიუთითა საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 581-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ მართალია, როგორც ლიზინგის, ისე იჯარის ხელშეკრულების დროს ხდება ხელშეკრულების ობიექტის ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში გადაცემა, თუმცა ისინი განსხვავებულ სამართლებრივ მოწესრიგებას ექვემდებარება.
- საქმე №ას-1414-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.01.2025
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილია ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც მოწესრიგებულია სსკ-ის 576-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით…
- საქმე №ას-96-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.06.2022
- საქმე №ას-462-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2022
- საქმე №ას-1846-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.05.2022
- საქმე №ას-425-425-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2021
- საქმე №ას-1700-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2020
- საქმე №ას-916-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2020
- საქმე №ას-849-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2019
- საქმე №ას-1262-1182-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.05.2018
- საქმე №ას-267-267-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.05.2018
- საქმე №ას-343-328-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.06.2016
- საქმე №ას-1383-1504-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2005
- საქმე №3კ/771-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2002
- საქმე №3გ/ად-156-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2002
- საქმე №3გ/ად-95-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.12.2001
- საქმე №ას-1712-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №100210018002245053 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 22.04.2019
- საქმე №050210116001411785 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 18.05.2018
- საქმე №820210917001980997 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 04.05.2018
- საქმე №080210017002206838 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 30.09.2019
- საქმე №020210018002726919 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 20.08.2019
- საქმე №330210117002194636 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.04.2019
- საქმე №330210016001375703 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.02.2019
- საქმე №330210116001290285 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 01.02.2019
- საქმე №060210918002648925 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 21.11.2018
- საქმე №511210918002553328 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 14.11.2018
- საქმე №100210918002553358 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 07.11.2018
- საქმე №330210017001983058 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.10.2018
- საქმე №020210918002480802 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 10.10.2018
- საქმე №100210018002245053 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 05.09.2018
- საქმე №010210018002181082 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 29.08.2018
- საქმე №330310014624604 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.03.2018
- საქმე №050210917002179769 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 28.02.2018
- საქმე №330210019003349684 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.02.2020
- საქმე №160210920003481267 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 19.02.2020
- საქმე №330210019003057545 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.02.2020
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 241-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება