ლიზინგის ხელშეკრულებით არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება, უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე იმ მიზეზით, რომ მეორე მხარე არ ასრულებს თავის ვალდებულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლიზინგის მიმღების მფლობელობის უფლება იზღუდება ამ კოდექსის 5805
მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5119 - ვებგვერდი, 31.10.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.10.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 13.10.2011 კანონი №5119
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-343-328-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.06.2016
აპელანტმა თავისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად დაასახელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 5805-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ასევე, 579-ე, 369-ე, 405-ე, 398-ე და 399-ე მუხლებით განსაზღვრული სამართლებრივი ნორმები. 18. სსკ-ის 576-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ლიზინგის ხელშეკრულება…
- საქმე №330210116001290285 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 01.02.2019
ასეთს განეკუთვნება, მაგალითად, ლ------ის ხელშეკრულების მოშლის დაუშვებლობა ლიზინგის საგნის მიღების შემდეგ ( სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის მე-2 ნაწილი) ლ------ის საზღაურის გადახდის ვალდებულებაზე უარის დაუშვებლობა გამცემის მიერ ვალდებულების დარღვევის მიუხედავად ( სამოქალაქო კოდექსის 579-ე მუხლი) და ა.შ თუმცა, აღნიშნული ტიპის ვალდებულებების ლ------ის მიმღებისათვის დაკისრებით არ უნდა დაირღვეს მხარეთა ორმხრივი ინტერესების დაცვის პრინციპი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება