1. ლიზინგის გამცემსა და მიმწოდებელს შორის არსებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მიმწოდებლის ვალდებულებები არსებობს ლიზინგის მიმღების წინაშეც, თუმცა მიმწოდებელი არ არის პასუხისმგებელი ერთდროულად ლიზინგის გამცემისა და ლიზინგის მიმღების მიმართ ერთსა და იმავე ზიანზე.
2. ლიზინგის გამცემი ვალდებულია მოთხოვნისთანავე დაუთმოს ლიზინგის მიმღებს თავისი უფლებები, რომლებიც უკავშირდება მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნას.
3. მიმწოდებელთან დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა, რომლებიც გავლენას ახდენს ლიზინგის მიმღების უფლებებზე, დასაშვებია მხოლოდ ლიზინგის მიმღების თანხმობით.
4. ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილების დებულებების საწინააღმდეგო მხარეთა შეთანხმება ბათილია.
5. ლიზინგის მიმღებს არ აქვს უფლება, შეთანხმდეს მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების შეცვლაზე, შეწყვეტაზე ან მოშლაზე ლიზინგის გამცემის თანხმობის გარეშე.
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5119 - ვებგვერდი, 31.10.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.10.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 13.10.2011 კანონი №5119
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-462-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2022
სასამართლომ განმარტა, რომ დასაბუთებული იყო მოსარჩელის მითითება, რომ სსკ-ის 577-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დათქმის გათვალისწინებით, მოპასუხეს არ ჰქონდა უფლება, მესამე პირთან შეთანხმების გარეშე, ცალმხრივად შეეწყვიტა ნასყიდობის…
- საქმე №330210019003057545 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.02.2020
…სახელშეკრულებო ქონების ღირებულების არა მთლიანად მყიდველის მიერ გადახდის პირობას, არამედ ავანსისა და დარჩენილი თანხის გადახდის პირობას, სადაც ავანსის თანხის გადახდის ვალდებულება ლიზინგის მიმღებს - თ------------–--ეს ეკისრება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 577-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მიმწოდებელთან დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა, რომლებიც გავლენას ახდენს ლიზინგის მიმღების უფლებებზე, დასაშვებია მხოლოდ ლიზინგის მიმღების თანხმობით.
- საქმე №330210118002584890 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2019
…რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება: ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია. ამავე კოდექსის 577-ე მუხლის თანახმად: 1. ლიზინგის გამცემსა და მიმწოდებელს შორის არსებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მიმწოდებლის ვალდებულებები არსებობს ლიზინგის მიმღების წინაშეც, თუმცა მიმწოდებელი არ არის პასუხისმგებელი ერთდროულად ლიზინგის გამცემისა და ლიზინგის მიმღების მიმართ ერთსა და იმავე ზიანზე;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება