1. გაქირავებული ნივთის შეცვლის ან გაუარესების გამო გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, ხოლო დამქირავებელს უფლება აქვს წაუყენოს მას პრეტენზია გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ექვსი თვის განმავლობაში.
2. ზიანის ანაზღაურების გამო გამქირავებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება გაქირავებული ნივთის დაბრუნების მომენტიდან, ხოლო დამქირავებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადისა
–
ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.12.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 573. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობა 1. გაქირავებული ნივთის შეცვლის ან გაუარესების გამო გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, ხოლო დამქირავებელს უფლება აქვს წაუყენოს მას პრეტენზია გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ექვსი თვის განმავლობაში. 2. ზიანის ანაზღაურების გამო გამქირავებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება გაქირავებული ნივთის დაბრუნების მომენტიდან, ხოლო დამქირავებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადისა _– ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან.მომენტიდა
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(38)
- საქმე №ას-1052-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.09.2022
იგი ვალდებულია მოუაროს მას და თუ რაიმე ნაკლს ხედავს მოიჯარე, ამის შესახებ, მან დაუყოვბებლივ უნდა აცნობოს მეიჯარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაქირავებული ნივთის შეცვლის ან გაუარესების გამო (აქ უდავოდ მიიჩნია, რომ გაუარესდა კი არა, განადგურდა გაქირავებული ნივთი) გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ( სამოქალაქო კოდექსი 573-ე მუხლის პირველი ნაწილი). 8.4. განსახილველ შემთხვევაში, რადგან მოპასუხეზე იყო მტკიცების ტვირთი, პალატამ მიიჩნია, რომ შპს „ს–მა“ ვერ დაამტკიცა, რომ იჯარის საგნის განადგურება სწორედ მოსარჩელის ბრაულეულმა ქმედებამ ან უმოქმებამ გამოიწვია.
- საქმე №ას-24-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.05.2022
ამასთან, დამატებით მიუთითა, რომ მხარეთა შორის სადავო ხარჯების ანაზღაურების თაობაზე პრეტენზია მოიჯარის (დამქირავებლის) მიერ საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტიდან ექვსი თვის განმავლობაში მეიჯარისათვის წარდგენილი არ ყოფილა, რაც სამოქალაქო კოდექსის 573-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს უკარგავდა მოთხოვნის უფლებას. 5.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, საკასაციო წესით, ააიპ ი.გ–მ გაასაჩივრა.
- საქმე №ას-1621-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2020
…რემონტის ჩატარება, ჩვეულებრივ, ევალება დამქირავებელს. მას არა აქვს საცხოვრებელი სადგომის გადაკეთების ან რეკონსტრუქციის უფლება გამქირავებლის თანხმობის გარეშე. დამქირავებელი მოვალეა, ეს სამუშაოები შეასრულოს საკუთარი ხარჯებით. ამავე კოდექსის 573–ე მუხლის 1–ლი ნაწილის თანახმად, გაქირავებული ნივთის შეცვლის ან გაუარესების გამო, გამქირავებელს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, ხოლო დამქირავებელს უფლება აქვს, წაუყენოს მას პრეტენზია გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ექვსი თვის განმავლობაში...
- საქმე №ას-1271-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.04.2020
სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 316-ე, 317-ე, 319-ე, 128-ე, 130-ე, 327-ე, 115-ე, 361-ე, 573-ე და 163-ე მუხლები გამოიყენა. 7. მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და პირველი მოსარჩელის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად, ხოლო მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ - 4500 ლარის დაკისრების ნაწილში, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
- საქმე №ას-810-777-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.04.2017
განსახილველ საქმეზე დამატებით არის გამოსაკვლევი და დასადგენი მოსარჩელის (გამქირავებლის) მოთხოვნის განმაპირობებელი ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა სსკ-ის 573.1-ე მუხლის პირველი წინადადების „გაქირავებული ნივთის შეცვლის ან გაუარესების გამო გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება“ და 408.1-ე მუხლის „იმ…
- საქმე №ას-184-177-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.12.2016
- საქმე №ას-183-176-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2016
- საქმე №ას-744-705-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.01.2016
- საქმე №ას-648-616-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.06.2014
- საქმე №ას-42-40-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2013
- საქმე №ას-1604-1598-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.12.2011
- საქმე №ას-933-880-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.12.2010
- საქმე №ას-1227-1487-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.03.2010
- საქმე №ას-323-643-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.11.2009
- საქმე №ას-542-775-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.11.2008
- საქმე №ბს-193-182(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.10.2007
- საქმე №ას-635-916-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.11.2005
- საქმე №ბს-281-223-კ-05 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.06.2005
- საქმე №ბს-259-408-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.03.2004
- საქმე №3გ-ად-15-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2003
- საქმე №3გ-ად-32-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.07.2002
- საქმე №3კ/1226-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2002
- საქმე №3კ/285-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.03.2002
- საქმე №3გ/ად-1-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.03.2002
- საქმე №3კ/775-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.09.2001
- საქმე №ას-544-516-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №ას-962-927-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №010210018001313413 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 26.06.2019
- საქმე №010210018002106383 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 20.02.2019
- საქმე №330210017002104497 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.11.2018
- საქმე №330210018002684683 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.07.2019
- საქმე №330210019002852344 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 09.07.2019
- საქმე №330210018002664098 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 04.04.2019
- საქმე №330210017001931409 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 07.03.2019
- საქმე №330210117002182131 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2019
- საქმე №080210117001927463 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 22.01.2019
- საქმე №190210018002399106 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 20.11.2018
- საქმე №010210016001313413 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 07.06.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება