მიწის ნაკვეთის ქირავნობის ხელშეკრულება ერთ წელზე მეტი ვადით უნდა გაფორმდეს წერილობით. ფორმის დაუცველობის შემთხვევაში ივარაუდება, რომ ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით არის დადებული. ხელშეკრულების შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ ქირავნობის პირველი წლის დამთავრების შემდე
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 569. მიწის ნაკვეთის ქირავნობის ხელშეკრულების ფორმა
სამოქალაქო კოდექსის 569-ე მუხლი · სკ 569
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ბს-464(კ-25)
რაიონული სასამართლოს მითითებით 1989 წელს (როცა გარდაიცვალა სადავო მიწის ნაკვეთის მფლობელი კომლის ბოლო წევრი) მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად საკოლმეურნეო კომლის ქონება წარმოადგენდა მისი წევრების თანასაკუთრებას. ამავე კოდექსის 569-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საკოლმეურნეო კომლის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ სხვა წევრები არ დარჩენილა, კომლის ქონების მიმართ გამოიყენებოდა მემკვიდრეობითი სამართლის საერთო წესები.
- საქმე №ას-334-2025
სააპელაციო სასამართლომ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, არ დასტურდება, რომ მოსარჩელის საქმიანობის სფერო ქონების იჯარით გაცემაა, კერძოდ, იჯარის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არ არის, აღნიშნა, რომ რეგისტრაციას ექვემდებარება გარიგებები, რომელთა საერთო ვადა აღემატება 1 წელს, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 569-ე მუხლის და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებიდან გამომდინარეობს.
- საქმე №ას-380-2021
ამავე კოდექსის 546–ე და 569–ე მუხლების თანახმად, ყოველ მოქალაქეს შეუძლია მთელი თავისი ქონება ან მისი ნაწილი დაუტოვოს ანდერძით ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან, ისე - გარეშესაც.
- საქმე №ას-549-549-2018
…განმარტა, რომ, მართალია, სსკ-ის იჯარის ხელშეკრულების მომწესრიგებელი სპეციალური თავით წერილობითი ფორმა არ არის განსაზღვრული, მაგრამ სსკ-ის 581-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე გამოსაყენებელია ქირავნობის ხელშეკრულების წესები. სსკ-ს 569-ე მუხლის თანახმად მიწის ნაკვეთის ქირავნობის ხელშეკრულება ერთ წელზე მეტი ვადით უნდა გაფორმდეს წერილობით.
- საქმე №ას-692-663-2016
სარჩელის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 569-ე და 533-ე მუხლების შესაბამისად, ვინაიდან, იჯარის ხელშეკრულება წერილობით არ ყოფილა გაფორმებული, საიჯარო ქირის მოთხოვნა არ არის ხანდაზმული ( სკ-ის 129.1 მუხლით განსაზღვრული 6-წლიანი ხანდაზმულობის პირობებში).
- საქმე №ას-1154-1100-2013
- საქმე №ას-502-478-2013
- საქმე №ას-965-906-2012
- საქმე №ბს-135-126(კ-07)
- საქმე №ბს-1008-594(კ-05)
- საქმე №ას-868-1494-03
- საქმე №ას-5-707-03
- საქმე №3კ/633-03
- საქმე №3გ-ად-46-კ-03
- საქმე №3გ-ად-353-კ-02
- საქმე №3გ-ად-213-კ-02
- საქმე №3კ/571-02
- საქმე №3გ/ად-187კ-01
- საქმე №3გ/ად-18-კ
- საქმე №330210116001315535
- საქმე №330210116001315535
- საქმე №200210018002688978
- საქმე №110210019002963002
- საქმე №110210018002485849
- საქმე №210210116001452527
- საქმე №110210017002010626
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 46. უფროსი ან უმაღლესი სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების თანამდებობაზე მყოფი სამინისტროს სამხედრო მოსამსახურისათვის ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისთვის ბინის ქირავნობის ხელშეკრულებით
- მუხლი 18. ქონების ქირავნობა
- მუხლი 18. გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების ქირავნობა
- მუხლი 19. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების ქირავნობა
- მუხლი 18. ქონების ქირავნობა
- მუხლი 18. ქონების ქირავნობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 562. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა პატივსადები მიზეზების არსებობისას
- მუხლი 564. დამქირავებლის მოვალეობანი ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას
- მუხლი 565. დაკავების უფლების დაუშვებლობა
- მუხლი 566. დაქირავებული ქონების გადაცემა მესამე პირისათვის
- მუხლი 567. გაქირავებული ნივთის დაუბრუნებლობის გამო წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება
- მუხლი 568. გირავნობის უფლება დამქირავებლის ნივთებზე
- მუხლი 570. ათ წელზე მეტი ვადით დადებული ხელშეკრულების მოშლის წესი
- მუხლი 571. დამქირავებლის უფლებების გადასვლა მისი ოჯახის წევრებზე
- მუხლი 572. უფლებამონაცვლეობა გაქირავებული ნივთის გასხვისებისას
- მუხლი 573. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობა
- მუხლი 574. დავა მეუღლეებს შორის განქორწინებისას
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 569, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-569/