მუხლი 567. გაქირავებული ნივთის დაუბრუნებლობის გამო წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება
სამოქალაქო კოდექსის 567-ე მუხლი · სკ 567
1. თუ დამქირავებელი ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უკან არ აბრუნებს გაქირავებულ ნივთს, მაშინ გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს დაყოვნების განმავლობაში დადგენილი ქირის გადახდა, როგორც ზიანის ანაზღაურება.
2. ბათილია შეთანხმება, რომლითაც დამქირავებელს ეკისრება ზიანის ანაზღაურება იმაზე მეტი ოდენობით, ვიდრე მიყენებული იყ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(69)
საქმე №ას-1275-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2026
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და, მიიჩნია, რომ, საქმეზე სახეზე იყო სამოქალაქო კოდექსის 567.1 მუხლით (თუ დამქირავებელი ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უკან არ აბრუნებს გაქირავებულ ნივთს, მაშინ გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს დაყოვნების განმავლობაში დადგენილი ქირის გადახდა, როგორც ზიანის ანაზღაურება) გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და, მიიჩნია, რომ, საქმეზე არსებობდა სსკ-ის 567.1 მუხლით (თუ დამქირავებელი ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უკან არ აბრუნებს გაქირავებულ ნივთს, მაშინ გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს დაყოვნების განმავლობაში დადგენილი ქირის გადახდა, როგორც ზიანის ანაზღაურება) გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წინაპირობა.
საქმე №ას-356-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2025
…ჯერ კიდევ არსებობს. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ კი გამქირავებელმა შეიძლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება დაყოვნებისათვის იმ ოდენობით, რა ოდენობითაც მოხდებოდა ქირის გადახდა დაყოვნების განმავლობაში დამქირავებლის მიერ. 26. სსკ-ის 567-ე მუხლის თანახმად, თუ დამქირავებელი ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უკან არ აბრუნებს გაქირავებულ ნივთს, მაშინ გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს დაყოვნების განმავლობაში დადგენილი ქირის გადახდა, როგორც ზიანის ანაზღაურება.
საქმე №ას-801-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.03.2025
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 327-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 581-ე, 531-ე, 567-ე, 591-ე მუხლებზე, 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 317-ე მუხლზე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე. პალატის მითითებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა 13 831.38 ლარის გადახდა.
საქმე №ას-1521-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.01.2025
…მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა... ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581 – 606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. სსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამქირავებელი ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უკან არ აბრუნებს გაქირავებულ ნივთს, მაშინ გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს დაყოვნების განმავლობაში დადგენილი ქირის გადახდა, როგორც ზიანის ანაზღაურება.
საქმე №ას-153-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2024
საქმე №ას-414-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.09.2023
საქმე №ას-1200-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2023
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 9. გაქირავების უფლება— საავტორო და მომიჯნავე უფლებების ზოგიერთი საკითხისათვის მიძღვნილი დიპლომატიური კონფერენცია
მუხლი 13. გაქირავების უფლება— საავტორო და მომიჯნავე უფლებების ზოგიერთი საკითხისათვის მიძღვნილი დიპლომატიური კონფერენცია
მუხლი 13. გაქირავების უფლება— ისმო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია ჟენევა საავტორო და მომიჯნავე უფლებების ზოგიერთი საკითხისადმი მიძღვნილი დიპლომატიური კონფერენცია ჟენევა, 2-20 დეკემბერი, 1996 წ.
ისმო-ს ხელშეკრულება შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ მიღებულია დიპლომატიური კონფერენციის მიერ
მუხლი 9. გაქირავების უფლება— ისმო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია ჟენევა საავტორო და მომიჯნავე უფლებების ზოგიერთი საკითხისადმი მიძღვნილი დიპლომატიური კონფერენცია ჟენევა, 2-20 დეკემბერი, 1996 წ.
ისმო-ს ხელშეკრულება შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ მიღებულია დიპლომატიური კონფერენციის მიერ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 567, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-567/