თუ ქირავნობის ხელშეკრულება დადებულია საცხოვრებელ სადგომზე და იქ დამქირავებელი თავის ოჯახის წევრებთან ერთად წარმართავს ერთიან საოჯახო მეურნეობას, დამქირავებლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრები სამართლებრივ ურთიერთობაში შედიან გამქირავებელთან. მათ უფლება აქვთ ქირავნობის ხელშეკრულება მოშალონ კანონით დადგენილ ვადაშ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 571. დამქირავებლის უფლებების გადასვლა მისი ოჯახის წევრებზე
სამოქალაქო კოდექსის 571-ე მუხლი · სკ 571
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ბს-639-632(2კ-16)
ტ-ოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 571-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეეძლო მიეღო მხოლოდ ქირავნობის უფლება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ს.
- საქმე №ბს-835-797(კ-07)
სამოქალაქო კოდექსის 571-ე და 590-ე მუხლების დისპოზიციებით განსაზღვრულია ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების მოშლის ისეთი საფუძველი, როგორიცაა დამქირავებლისა და მოიჯარის გარდაცვალება,…
- საქმე №3გ-ად-86-კ-02
…ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინებისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. სკ-ს 571-ე მუხლის თანახმად, თუ ქირავნობის ხელშეკრულება დადებულია საცხოვრებელ სადგომზე და იქ დამქირავებელი თავის ოჯახის წევრებთან ერთად წარმართავს ერთიან საოჯახო მეურნეობას, დამქირავებლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრები სამართლებრივ ურთიერთობაში შედიან გამქირავებელთან.
- საქმე №3გ-ად-14-კ-03
კასატორს მიაჩნია, რომ მისი სადავო ბინის დამქირავებლის ოჯახის წევრად მიჩნევა სკ-ს 549-ე და 571-ე მუხლების მიხედვით დაუშვებელი იყო. სასამართლოს, ნაცვლად აღნიშნული მუხლებისა, უნდა გამოეყენებინა საბინაო კოდექსის 62-62-ე მუხლები და იგი ეცნო დამქირავებლის თანაბარი…
- საქმე №3კ/335-02
ი-ოვამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ იგი დამქირავებლის ოჯახის წევრი იყო და სადავო ბინის თანამფლობელი, სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 571-ე მუხლების შესაბამისად. კანონით არ არის შეზღუდული იმ პირთა წრე, რომლებიც შეიძლება ჩაითვალონ დამქირავებლის ოჯახის წევრებად.
- საქმე №3გ/ად-231-კ-01
- საქმე №3კ/775-01
მეზობელი მუხლები
- მუხლი 565. დაკავების უფლების დაუშვებლობა
- მუხლი 566. დაქირავებული ქონების გადაცემა მესამე პირისათვის
- მუხლი 567. გაქირავებული ნივთის დაუბრუნებლობის გამო წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება
- მუხლი 568. გირავნობის უფლება დამქირავებლის ნივთებზე
- მუხლი 569. მიწის ნაკვეთის ქირავნობის ხელშეკრულების ფორმა
- მუხლი 570. ათ წელზე მეტი ვადით დადებული ხელშეკრულების მოშლის წესი
- მუხლი 572. უფლებამონაცვლეობა გაქირავებული ნივთის გასხვისებისას
- მუხლი 573. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობა
- მუხლი 574. დავა მეუღლეებს შორის განქორწინებისას
- მუხლი 575. დამქირავებლის უფლებების დაცვა
- მუხლი 576. ცნება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 571, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-571/