თავი XVIII — გემებით გარემოს დაბინძურების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
მუხლი 303🔗
302-ე მუხლში აღნიშნული დაბინძურებისათვის თავისი პასუხისმგებლობის შეზღუდვის მიზნით გემის მესაკუთრეს სასამართლოში ან არბიტრაჟში, სადაც მას წაუყენეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, შეუძლია შექმნას ფონდი, რომელიც ტოლი იქნება მისი პასუხისმგებლობის საზღვრის თანხისა. ფონდი იქმნება თანხის გადარიცხვით (დეპოზიტით) ან სხვა სახის უზრუნველყოფით, რომელსაც სასამართლო ან არბიტრაჟი მისაღებად და საკმარისად აღიარებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 15.05.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (31.10.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 303 302-ე მუხლში აღნიშნული დაბინძურებისათვის თავისი პასუხისმგებლობის შეზღუდვის მიზნით გემის მესაკუთრეს სასამართლოში ან არბიტრაჟში, სადაც მას წაუყენეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, შეუძლია შექმნას ფონდი, რომელიც ტოლი იქნება მისი პასუხისმგებლობის საზღვრის თანხისა. ფონდი იქმნება თანხის გადარიცხვით (დეპოზიტით) ან სხვა სახის უზრუნველყოფით, რომელსაც სასამართლო ან არბიტრაჟი მისაღებად და საკმარისად აღიარებს. [ მუხლი 3031 „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციიდან გამომდინარე დავებს განიხილავენ საქართველოს საერთო სასამართლოები. (ამოქმედდეს 2019 წლის 18 იანვრიდან)]აღიარებ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საზღვაო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 25-26, 14/06/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება