2. გემის კაპიტნები ვალდებული არიან შეძლებისდაგვარად აცნობონ ერთმანეთს თავიანთი გემის სახელწოდება, მიწერის ნავსადგური, აგრეთვე გამოსვლის და დანიშნულების ნავსადგურები ან უახლოესი ნავსადგური, რომელშიც გემი შევა.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებათა დარღვევისათვის გემის კაპიტანი პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. გემთმფლობელი პასუხს არ აგებს გემის კაპიტნის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 15.05.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.03.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 297 1. შეჯახების მონაწილე თითოეული გემის კაპიტანი ვალდებულია, შეჯახების შემდეგ, თავისი მგზავრების, ეკიპაჟის და გემის სერიოზულ საფრთხეში ჩაგდების გარეშე, შესაძლებლობის ფარგლებში მიეშველოს სხვა გემს, ეკიპაჟს და მგზავრებს. 2. გემის კაპიტნები ვალდებული არიან შეძლებისდაგვარად აცნობონ ერთმანეთს თავიანთი გემის სახელწოდება, მიწერის ნავსადგური, აგრეთვე გამოსვლის და დანიშნულების ნავსადგურები ან უახლოესი ნავსადგური, რომელშიც გემი შევა. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებათა დარღვევისათვის გემის კაპიტანი პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. გემთმფლობელი პასუხს არ აგებს გემის კაპიტნის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის. თავი XVIII . გემებით გარემოს დაბინძურების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საზღვაო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 25-26, 14/06/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება