1. ქონება მიიღება ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის გამცემისთვის ან მიმწოდებლისთვის იმის დადასტურებით, რომ ქონება შეესაბამება მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობებს, ან როდესაც ლიზინგის მიმღები არ აცხადებს ქონებაზე უარს მას შემდეგ, რაც მისი შემოწმების გონივრული შესაძლებლობა ჰქონდა, ან როცა ლიზინგის მიმღები იწყებს ქონებით სარგებლობას.
2. ქონების მიღების შემდეგ ლიზინგის მიმღები უფლებამოსილია მიმწოდებლისგან მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ ქონება არ შეესაბამება მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობებს.
3. ქონების მიღების შემდეგ ლიზინგის მიმღებზე გადადის ქონების დაღუპვის ან დაზიანების რისკი.
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5119 - ვებგვერდი, 31.10.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.10.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 13.10.2011 კანონი №5119
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-267-267-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.05.2018
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 580-ე მუხლის თავდაპირველი რედაქცია ლიზინგის ხელშეკრულების მოსაწესრიგებლად ქირავნობის წესებზე უთითებდა.
- საქმე №820210917001980997 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 04.05.2018
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 580-ე მუხლის თავდაპირველი რედაქცია ლიზინგის ხელშეკრულების მოსაწესრიგებლად ქირავნობის წესებზე უთითებდა.
- საქმე №020210018002726919 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 20.08.2019
…იყო. 4.25.3. ამის შესაბამისად, მოსარჩელეს გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა აპელანტის მიერ თანხის გადახდის ფაქტის საფუძველზე. 4.25.4. ე.ი. ვალდებულებას არა ქონების მიწოდების ფაქტი, არამედ ფულის გადახდა წარმოშობდა. 4.25.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 580-ე მუხლის 1 ნაწილისა და 5801 მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, კი ლიზინგის ხელშეკრულებით ვალდებულების წარმოშობის საფუძველი და ამ ხელშეკრულების მიზანი, სწორედ სარგებლობაში ქონების გადაცემა და მოსარგებლის მიერ მისი მიღებაა.
- საქმე №330210117002194636 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.04.2019
სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316- 317-ე, 361-ე, 580-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით.
- საქმე №010210118001874272 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 10.10.2018
შპს,,რ----–-- ტ----- ლ-----------სა“ და რ----–-- ბ---–------ მიერ, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ვინაიდან, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, მე- 400, 405-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 465-ე, 524-ე, 580-ე, 891-ე, 898-ე, 895-ე მუხლების შესაბამისად იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება