1. მოიჯარის გარდაცვალების შემთხვევაში როგორც მის მემკვიდრეებს, ისე მეიჯარეს შეუძლიათ საიჯარო ურთიერთობა მოშალონ კალენდარული წლის დამთავრებიდან ექვსი თვის ვადაში.
2. მემკვიდრეებს შეუძლიათ უარი განაცხადონ ხელშეკრულების მოშლაზე და მოითხოვონ საიჯარო ურთიერთობის გაგრძელება, თუ მათ უშუალოდ ან მესამე პირების მეშვეობით შეუძლიათ იჯარით გადაცემული ქონების სწორი სამეურნეო გამოყენებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ას-509-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2021
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 582-ე, 561-ე, 590-ე მუხლებით, მიუთითა წინამდებარე განჩინების 2.11., 2.9. და 2.13. ქვეპუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ სადავო იჯარის ხელშეკრულებები დაიდო 1998 წლის 19 აგვისტოს ათ წელზე მეტი ვადით და მოსარჩელემ სასამართლოს ხელშეკრულების მოშლის თაობაზე მიმართა სამოქალაქო კოდექსის ზემოხსენებული ნორმების დაცვით.
- საქმე №ბს-172-168(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.05.2008
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 590-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოიჯარის გარდაცვალების შემთხვევაში, მემკვიდრეებს შეეძლოთ უარი განეცხადებინათ ხელშეკრულების მოშლაზე და მოეთხოვათ საიჯარო ურთიერთობის გაგრძელება, თუ მათ შეეძლოთ იჯარით გადაცემული ქონების სწორი სამეურნეო გამოყენება.
- საქმე №ბს-835-797(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.02.2008
სამოქალაქო კოდექსის 571-ე და 590-ე მუხლების დისპოზიციებით განსაზღვრულია ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების მოშლის ისეთი საფუძველი, როგორიცაა დამქირავებლისა და მოიჯარის გარდაცვალება, მაგრამ…
- საქმე №ას-415-739-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2005
16 ოქტომბერს, ხოლო მისმა მემკვიდრეებმა სკ-ის 590-ე მუხლით დადგენილი წესით, წერილობითი ფორმით, ექვსი თვის განმავლობაში არ მოითხოვეს იჯარის ხელშეკრულების გაგრძელება.
- საქმე №ბს-35-17-კ-05 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.04.2005
…გაუქმებაზე შემდეგი საფუძვლით არ დაკმაყოფილდა: სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს სსკ-ის 393-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 405-ე და 590-ე მუხლები და გამოიტანა იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. კერძოდ, სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ მოიჯარე ბ.
- საქმე №ბს-802-686-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.11.2004
- საქმე №ბს-141-319-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.01.2004
- საქმე №3გ/ად-63-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.07.2001
- საქმე №330210017001988757 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.03.2019
- საქმე №060210017002147349 · სამტრედიის რაიონული სასამართლო · 13.06.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება