1. სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებით მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო მიზნით გადაეცემა სამეურნეო გამოყენებისათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ან სამეურნეო ნაგებობებთან (საწარმოსთან) ერთად ან ასეთი ნაგებობის გარეშე.
2. სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარაზე ვრცელდება იჯარის წესები, თუ სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარისათვის სხვა რამ არ არის დადგენილ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(49)
საქმე №ას-746-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2025
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე, 316-ე- 317-ე, 327-ე, 558-ე, 561-ე, 581-ე, 592-ე მუხლებით და გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ პირველი და მომდევნო ორი თვის საიჯარო ქირის გადაუხდელობის პირობებში მეიჯარეს სამოქალაქო…
საქმე №ბს-335(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.06.2023
…და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის #1-1/1565 ბრძანების მე-9 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე, ასევე, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ა“ ქვეპუნქტზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 592-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს #446 ბრძანებულებაზე.
საქმე №ას-1470-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2022
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 581-ე, 531-ე, 532-ე, 533-ე, 537-ე, 543-ე, 592-ე, მე-400, 417-ე მუხლებით და მიუთითა, რომ მოპასუხეს არ წარმოეშვა საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება. 3.3.
საქმე №ას-1229-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2021
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 592-ე, 595-ე, 399-ე მუხლებით და განმარტა, რომ იჯარის საგანი უნდა იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში.
საქმე №ბს-723(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2021
ასეთ დათქმას არ აკეთებდა არც „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონი და არც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581–ე, 592–ე და 593–ე მუხლები. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს იჯარის ხელშეკრულების არა ფ. ე-ზე, არამედ პ. ე-ის სახელზე გაცემის შესახებ, განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ ფ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 592, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-592/